ახალი დეტალები - ვინ მოკლა კალომლეწავი, რა ვითარებაში დაიჭრა გენერალი გვაზავა... ახალი დეტალები - ვინ მოკლა კალომლეწავი, რა ვითარებაში დაიჭრა გენერალი გვაზავა... />


  10:21:19     29-08-2015

ახალი დეტალები - ვინ მოკლა კალომლეწავი, რა ვითარებაში დაიჭრა გენერალი გვაზავა...

a41275.jpg

რა მოხდა ოქროყანაში? ვინ მოკლა გენერალ ლევან გვაზავას დეიდაშვილი და რა ვითარებაში დაიჭრა მძიმედ, სახის არეში, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე?

კითხვას, რომელიც გუშინ, ოქროყანის ინციდენტის დროს გაჩნდა, ოფიციალურად პროკურატურა გასცემს პასუხს. საქმის გამოძიება სწორედ ამ უწყებამ დაიწყო, განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის მუხლით. 

წინაისტორია

შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ლევან გვაზავას ემუქრებოდნენ. მის მიმართ მუქარის შემცველი განცხადება, ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ გაკეთდა. თუმცა, ჯერჯერობით, ოფიციალურად დაუდასტურებელია ინფორმაცია მასზე თავდასხმის შესახებ. 

ამ ეტაპზე, როგორც "პრესა.ჯი"-ს ჟურნალისტი იუწყება, ოქროყანის სისხლიან ინციდენტზე ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ვერსია ვრცელდება. 

ერთი ვერსიით, ავტომობილს, სადაც გენერალი, მისი დეიდაშვილი და კიდევ ერთი პირი იმყოფებოდა, თავს დაესხნენ, სროლის შედეგად რევაზ კალომლეწავი თავში მიყენებული ჭრილობის შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა, გვაზავა კი მძიმედ დაიჭრა. 

მეორე ვერსიით, ავტომობილის უკანა სავარძელზე მჯდარი ლევან გვაზავა იარაღმა შეაწუხა. გენერალს, იარაღის ბუდიდან ამოღებისას ტყვია შემთხვევით გაუვარდა, რომელიც მის წინ მჯდომ რევაზ კალომლეწავს მოხვდა. 

დეიდაშვილის გარდაცვალების შემდეგ კი, შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ თვითმკვლელობა სცადა. მან იარაღი ქვევიდან ზევით, ნიკაპზე მიიბჯინა და გაისროლა. თუმცა, გადარჩა, რადგან ტყვიამ ტვინამდე ვერ მიაღწია და ის ცხვირის ძვალმა შეაჩერა.

გავრცელებული ინფორმაციით, გვაზავა, მისი დეიდაშვილი და კიდევ ერთი პირი, გენერლის ძმასთან პანტიანში, მარიამობის აღსანიშნავად იმყოფებოდნენ. საბედისწერო გასროლა, თბილისში დაბრუნებისას, ოქროყანის გზაზე მოხდა.

რა ხდებოდა მკვლელობისა და დაჭრის შემდეგ? 

ოქროყანაში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის გამო, გუშინ, შემთხვევის ადგილი სრულად გადაკეტილი იყო. ადგილზე იმყოფებოდა შს მოქმედი მინისტრი, მისი მოადგილეები, თბილისის პოლიციის მაღალჩინოსნები, პროკურატურისა და ექსპერტიზის წარმომადგენლები. 

სახის არეში დაჭრილი გენერალი, ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. მას რამდენიმე საათის განმავლობაში უტარდებოდა ურთულესი ოპერაცია. ექიმთა განცხადებით, გვაზავას მდგომარეობა ახლაც მძიმეა. 

ოპერაციის დროს, კლინიკაში შეიკრიბნენ ყოფილი მაღალჩინოსნები, გვაზავას ახლობლები და ნაციონალური მოძრაობის ლიდერები. ისინი, ინციდენტის შესახებ არ საუბრობდნენ და აცხადებედნენ რომ "ახლა მთავარი ლევან გვაზავას გადარჩენაა". 
0

ავტორი: