15:02:25     28-08-2015
ოდესის პოლიციის უფროსი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს
ოდესის პოლიციის უფროსი ქრთამის სახით 20 ათასი დოლარის აღების ბრალდებით დააკავეს, - ამის შესახებ ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
გუბერნატორის თქმით,
ოდესის პოლიცია ორგანიზებული კრიმინალური სინდიკატს წარმოადგენდა,
ამიტომაც საჭიროა მისი სრულიად ახალი კადრებით დაკომპლექტება.
"ამ ეტაპზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ფარგლებში, არსენ ავაკოვთან ერთად ჩვენ ვქმნით სპეციალურ განყოფილებას, რომელიც კორუფციის საკითხზე იმუშავებს. მანამდე კი ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დამნაშავეების დაკავება", - განაცხადა სააკაშვილმა.