13:12:34     28-08-2015
გერმანიაში ქართველი კრიმინალების დაჯგუფება დააკავეს
გერმანული გაზეთის, "ბილდის" ცნობით, გერმანიაში ექვსი ქართველისგან შემდგარი დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს.
გამოცემა დაკავებულების ფოტოებსაც ავრცელებს. მათ შორის არიან მამუკა მ. (42), გიორგი ა. (35), ირაკლი კ. (29), სერგო მ. (49), კახაბერ დ. (30) და ვიაჩესლავ ი. (42). ისინი ძვირფასეულობის მაღაზიების გაქურდვაში არიან ეჭვმიტანილები.
საქმეს ქალაქ კიოლნის პოლიცია იძიებს. დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერი ირაკლი კ.-ა, რომელიც პოლიციისთვის უცხო არ არის. მან გერმანიაში უკვე მოიხადა ქურდობისთვის ორწელიწადნახევრიანი სასჯელი.
0