10:44:30     24-03-2011
“დოქტორ ჰაუსი” ამღერდა
ბრიტანელმა მსახიობმა ჰიუ ლორმა (სახელგანთქმულმა დოქტორმა ჰაუსმა, იმავე სახელწოდების სერიალიდან) თავისი პირველი ბლუზ ალბომი “Let Them Talk” წარმოადგინა.
წარდგენა აშშ-ში, ახალი ორლეანის პატარა ბარში მოხდა. ამის შესახებ, გაზეთი “გარდიანი” იტყობინება.
ჰიუ ლორი, რომელიც ცნობილია, როგორც მსახიობი, კომიკოსი, სცენარისტი, შოუმენი და მწერალი, მუსიკალური კარიერითაც დაინტერესდა: ეს ალბომი მან 2010 წლის სექტემბერში ჩაწერა და მასში 15 სიმღერა შევიდა. ლორი მთავარ ვოკალურ პარტიას ასრულებს, ასევე უკრავს გიტარასა და პიანინოზე.
მსახიობის თქმით, ის ბლუზის თაყვანისმცემელია და ჯერ კიდევ ბავშვობაში უსმენდა ბილი დიკსონს. ალბომის პროდიუსერმა და სიმღერების ავტორმა ჯო ჰენრიმ განაცხადა, რომ მსმენელი მოხიბლული დარჩა ლორის მუსიკალური ხედვით.
“გარდიანის” მონაცემებით, ჰიუ ლორი ერთერთი მსხვილი ბრიტანული ჯაზ ფესტივალის “Cheltenham Jazz” – ის დახურვაზე გამოსვლას გეგმავს. 0