23:31:49     22-08-2015
რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლის მანქანას 5-ჯერ ესროლეს
რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ფინანსური დირექტორის მოადგილეს და მის მეგობრებს 5-ჯერ ესროლეს.
შემთხვევა გვიან ღამით კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ინციდენტისას ავტომანქანაში მყოფი 4 ადამიანიდან არავინ დაშავებულა.
რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ფინანსური დირექტორის მოადგილე, ირაკლი გვარამაძე, მომხდარს სამსახურეობრივ საქმიანობას არ უკავშირებს და კატეგორიულად უარყოფს ვინმესთან დაპირისპირებასაც.
სავარაუდოდ, თავდამსხმელი პროფესიონალი იყო. ის მაყუჩიანი იარაღიდან ისროდა.
მიმდინარეობს გამოძიება.
0