11:47:59     21-08-2015
ბორჯომში, საკრებულოს თავმჯდომარეს, საკუთარ ეზოში ავტომობილი დაუწვეს
კრიმინალური ფაქტი მოხდა ბორჯომში: ჯერჯერობით დაუდეგენლმა პირებმა საკრებულოს თავმჯდომარეს ზაზა ჩაჩანიძეს საკუთარ ეზოში ავტომობილი დაუწვეს. შსს-ს განცხადებოთ, საქმეზე დაწყებულია გამოძიება 188-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
ამ დროისთვის დაკავებული არავინ არ არის.
შსს-ში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ჩაჩანიძის მეზობლად მცხოვრები თითქმის ყველა მამაკაცი დაკითხეს და მათზე პოლიციის ძალადობა განხორციელდა.
0