ირანულ იარაღს თურქეთში კონფისკაცია გაუკეთდა ირანულ იარაღს თურქეთში კონფისკაცია გაუკეთდა />


  10:40:28     24-03-2011

ირანულ იარაღს თურქეთში კონფისკაცია გაუკეთდა

a4395.jpg

თურქეთის ხელისუფლებამ იმ იარაღსა და საბრძოლო მასალებს გაუკეთა კონფისკაცია, რომელიც ირანული თვითმფრინავის ჩხრეკის შემდეგ ამოიღეს.

როგორც ცნობილია, ირანულ თვითმფრინავს იარაღი სირიაში გადაჰქონდა. სატვირთო თვითმფრინავის ბორტზე შეიარაღების არსებობის შესახებ, ჯერ კიდევ 22 მარტს გახდა ცნობილი. მოგვიანებით გავრცელდა ხმები, რომ თვითმფრინავის ეკიპაჟი დააკავეს, თუმცა ეს ინფორმაცია თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა უარყო. “თვითმფრინავს უბრალოდ, ირანში დაბრუნება ვაიძულეთ” – განაცხადა მან.

 

როგორია ოფიციალური თეირანის და დამასკოს პოზიცია, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის. გასულ კვირას, ირანული თვითმფრინავის თურქეთში იძულებითი დაშვების, ეს უკვე მეორე შემთხვევაა.
0

ავტორი: