08:22:14     21-08-2015
შვილის შეყვარებულის მკვლელს 14 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
სასამართლომ 19 წლის დავით ხარაზიშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულს 14 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ხარაზიშვილი 2014 წლის 15 დეკემბერს მოკლეს. საქმის მასალების მიხედვით, 19 წლის ახალგაზრდა, შეყვარებულის მამამ ცივი იარაღით მოკლა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ მკვლელობაში კიდევ ორი პირი - ბიძა და პაპა მონაწილეობდნენ, თუმცა მათზე სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ არის.
მკვლელობის ოფიციალურ მოტივად შურისძიება სახელდება.
გოგონას მამას - მკვლელობისათვის სასამართლომ 14 წლიანი სასჯელი მიუსაჯა.
0