13:55:03     19-08-2015
მარტივად მოსამზადებელი იტალიური დესერტი — სემიფრედო
სემიფრედო ტრადიციული იტალიური დესერტია, რომელიც ნაყინის გემოს მოგვაგონებს. მისი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მრავალფეროვანი პროდუქტები შეიძლება გამოვიყენოთ მოსამზადებლად, გემოვნების მიხედვით.
თავისი არაჩვეულებრივი შემადგენლობით, დესერტი საყინულეში არ იყინება, შესაბამისად დიდი ხნის მანძილზე რჩება რბილი და ნაზი. დესერტი შეგვიძლია შოკოლადის ან ხილის სოუსით გავაფორმოთ, მომზადების პროცესი კი უბრალო და მარტივია.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
2 ც.კვერცხი;
30 გ. შაქარი;
250 მლ. 35% ნაღები;
70 გ. ფორთოხლის ცუკატი;
მუჭა ახლადმოკრეფილი ან გაყინული კენკრა;
50 გ. თხილი;
ცოტა ვანილი.
მომზადება:
განაცალკევეთ კვერცხის გული ცილისგან და გულები ათქვიფეთ შაქართან ერთად, იქამდე, სანამ ღია ფერს არ მიიღებს. ცილის თქვეფა კი მაშინ შეწყვიტეთ, როდესაც კარგად აქაფთდება.
ნაღები ცალკე ათქვიფეთ.
ზემოთ ხსენებული სამი მასა შეურიეთ ერთმანეთს და დაამატეთ თხილი, ფორთოხლის ცუკატები, კენკრა და კიდევ ერთხელ შეურიეთ ერთმანეთს კარგად. მიღებული ნაზავი მოათავსეთ სილიკონის ფორმაში (თუ არ გაქვთ სილიკონის ფორმა, შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ჭურჭელი, რომელსაც კარაქს წაუსვამთ და საკვების შესაფუთ ცელოფანი მოათავსეთ) და დაახლოებით 5 საათით მოათავსეთ საყინულეში.
დესერტის გაყინვის შემდგომ, გადმოაბრუნეთ ფორმა და სემიფრედო მოათავსეთ თეფშზე, მოაყარეთ კენკრა ან მოასხით რომელიმე ტკბილი სოუსი.
0