09:24:52     19-08-2015
ქართველმა ცოლ-ქმარმა ბერძენი მოხუცი წამებით მოკლეს — პოლიცია ბრალდებულებს ეძებს
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ბერძნული პოლიცია ამ დრომდე ეძებს ქართველ ცოლ-ქმარს, რომლებსაც კუნძულ იდრაზე მკვლელობა, ყაჩაღური თავდასხმა და ფულის გატაცება ბრალდებათ. ბერძნული მედია იუწყება, რომ პოლიციას უკვე დაკავებული ჰყავს მათი 7 თანამზრახველი.
ბერძენი სამართალდამცველების ინფორმაციით, ხელ-ფეხშეკრული 67 წლის მამაკაცი წამებისას გარდაიცვალა. თავდამსხმელების წასვლის შემდეგ კი დაბმულმა ქალმა პოლიციაში დარეკვა შეძლო. სამართალდამცველებმა, მომხდარის ღამესვე დააკავეს 7 ქართველი, ორმა ბრალდებულმა კი რომლებსაც საქმის მასალების მიხედვით 40 ათასი ევრო მიჰქონდათ, კუნძულიდან ათენში გადასვლა შეძლო.
ბრალდებულები ხანდაზმულ ცოლქ-მართან ტავერნაში მუშაობდნენ და მათთვის ცნობილი იყო იმის შესახებ, რომ ისინი ფულს სახლში ინახავდნენ.
0