ვაშლის ტორტი ვაშლის ტორტი />


  10:33:11     24-03-2011

ვაშლის ტორტი

a4389.jpg

მასალა: ვაშლი – 3 ცალი, წყალი – 75 გრამი, შაქარი – 85 გრამი. ცომისათვის: კვერცხი – 2 ცალი, ნუში – 100 გრამი, კარაქი – 100 გრამი, შაქრის ფხვნილი – 130 გრამი, ხორბლის ფქვილი – 3 სუფრის კოვზი, 1 ლიმონის გახეხილი კანი.

 

შაქრიანი წყალი ავადუღოთ. მოვათავსოთ მასში გათლილი და დაჭრილი ვაშლი და რამდენიმე წუთი ვხარშოთ. ვერცხის გულები ავთქვიფოთ კარაქთან და შაქართან ერთად, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ ჩავუმატოთ დაფქული ნუში, ფქვილი და ლიმონის კანი. ცილა ავთქვიფოთ და ფრთხილად შევურიოთ მიღებულ მასას. ვაშლი მოვათავსოთ ფორმაზე, ზემოდან მოვათავსოთ ცომი და მოვაყაროთ დარჩენილი ნუში. ვაცხოთ ქურაში 15-20 წუთი, 200 ცელსიუს გრადუს ტემპერატურაზე.

0

ავტორი: