13:10:38     18-08-2015
ცოლმა ქმარი დანით დაჭრა - რა მოხდა ჩოხატაურში?
გურიაში, ჩოხატაურში, ცოლმა ქმარი დანით დაჭრა. შემთხვევა სოფელ გოგოლესუბანში გუშინ ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცოლმა ქმარი ყოფით თემაზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შსს-ს განცხადებით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
0