09:28:13     18-08-2015
გერმანული მედია: "ქართველი ქურდები ძირითადად ბინების ძარცვას მისდევენ"
გერმანული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე, რამდენიმე ქალაქში ქართველი ქურდები დააკავეს, რომლებიც ძირითადად ბინების ძარცვას მისდევდნენ. სტატიის მიხედვით, ამჯერად პოლიციამ 9 კაციანი ბანდა გამოავლინა, რომლებიც სპეციალიზირებული იყვნენ ქალაქ შტუტგარტზე, ტეხავდნენ, ძირითადად, ბინებს, საიდანაც გატანილი 70 000 ევრო უკვე იპოვა პოლიციამ. ბანდის 9 წევრიდან 3 დაიჭირეს და ასამართლებენ, დანარჩენები კი ამჟამად ძებნაში იმყოფებიან.
დაპატიმრებულია 32 წლის მამაკაცი და მისი 24 წლის მეგობარი, რომლებსაც უკვე გამოუტანეს სამწლიანი პატიმრობის განაჩენი, ერთ-ერთის მეგობარი გოგონა კი დარბაზიდან გაათავისუფლეს, რადგან ორსულადაა.
ადგილობივი წყაროს ცნობითვე, ქართველი კრიმინალების რიცხვი გერმანიაში განსაკუთრებით 2010 წლის შემდეგ გაიზარდა. ისინი ქვეყანაში ჩასვლისას ძირითადად თავშესაფარს მიმართავენ. მათ ხშირად აქვთ ყალბი ბერძნული პასპორტები და ყალბი ცნობები საბერძნეთში საცხოვრებელი ადგილის შესახებ.
კონკრეტულად, ამ დაპატიმრებულმა მძარცველებმა წლების მანძილზე რამდენიმე დანაშაული ჩაიდინეს: სამჯერ გაააფორმეს მანქანა 75 წლის ქალზე, რომელსაც მართვის მოწმობა არ ჰქონდა. გასული წლის დეკემბერში დაეცნენ სუპერმარკეტს და მოიპარეს სიგარეტები. საცხოვრებელი სახლიდან მოიპარეს: მობილური ტელეფონები, ციფრული კამერები, ძვირფასი ნივთები და დაახლოებით 5500 ევრო. ბანდის მესამე წევრი იმაზე ღამეს შეიპარა სახლში სამზარეულოს ფანჯრიდან და მოიპარა საათები, ციფრული კამერები და ფული.
გერმანული მედია აღწერს ქართველი კრიმინალების მეთოდებს და აღნიშნავს, რომ ისინი ორგანიზებულობით, მობილობით და ბეჯითობით გამოირჩევიან.
0