ექსპერტები ლევან ბეროძის სხეულზე დაზიანებებს ადასტურებენ ექსპერტები ლევან ბეროძის სხეულზე დაზიანებებს ადასტურებენ />


  13:59:04     17-08-2015

ექსპერტები ლევან ბეროძის სხეულზე დაზიანებებს ადასტურებენ

a40758.jpg

დღეს ე.წ. „კორტების სპეცოპერაციის“ საქმეზე ბრალდების ოთხი მოწმე დაიკითხა. როგორც დაცვის მხარის ადვოკატი დავით ხაჟალია აცხადებს, ბრალდების მხარისთვის რაიმე სასარგებლო და ბრალის დამადასტურებელი გარემოებები არ გამოკვეთილა.

„დღეს ბრალდების მხარისთვის რაიმე სასარგებლო და ობიექტურად ბრალის დამადასტურებელი გარემოებები არ დადგენილა. ერთადერთი მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ლევან ბეროძის დაზიანებასთან დაკავშირებით დაიკითხნენ ექპერტები და მათი დაკითხვით დადგინდა, რომ ბეროძეს დაზიანება მიადგა მაშინ, ანუ სპეცოპერაციის ჩატარების დღეს, თუმცა აქ სადავოა დაზიანების ხარისხი.

ჩვენი კითხვებით და მოსამართლის დაკითხვებით გაირკვა, რომ დაჟეჟილობა და შესიება შესაძლებელია განვითარდეს რაიმე მექანიკური ბლაგვი საგნის მოქმედებით. და დაზიანების ხარისხი იქნება თუ არ იქნება, ამას არსებითი მნიშვნელობა, იმ ფაქტისთვის, მოხდა თუ არა ბეროძეზე ავტომანქანის შეჯახება, არსებითი მნიშვნელობა არა აქვს.

0

ავტორი: