შსს–მ ნარკოდანაშაულისთვის ქალი დააკავა - ამოღებულია დიდი რაოდენობით ჰეროინი შსს–მ ნარკოდანაშაულისთვის ქალი დააკავა - ამოღებულია დიდი რაოდენობით ჰეროინი />


  09:37:11     17-08-2015

შსს–მ ნარკოდანაშაულისთვის ქალი დააკავა - ამოღებულია დიდი რაოდენობით ჰეროინი

a40743.jpg

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1964 წელს დაბადებული ელმირა ო. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 7,7707 გრ, ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით.)

0

ავტორი: