თბილისში დენის საფასური ძვირდება - ხელისუფლება დაპირებებს უკუღმა ასრულებს თბილისში დენის საფასური ძვირდება - ხელისუფლება დაპირებებს უკუღმა ასრულებს />


  11:43:26     14-08-2015

თბილისში დენის საფასური ძვირდება - ხელისუფლება დაპირებებს უკუღმა ასრულებს

a40690.jpg

დღეს მარეგულირებელმა კომისიამ უნდა დაიწყოს „თელასის“ განაცხადის საჯარო განხილვა ელექტოენერგიაზე ტარიფის გაზრდის შესახებ.

რამდენიმე კვირის წინ, ენერგო-პრო ჯორჯიას მოთხოვნით, რეგიონებში ელექტოენერგიის საფასური თითქმის 4 თეთრით გაიზარდა.

რაც შეეხება დედაქალაქს, ენერგო-პროს შემდეგ, დენზე ტარიფის გაზრდა „თელასმაც“ მოითხოვა.

მარეგულერებელს მოუწევს დააკმაყოფილოს კომპანიის მოთხოვნა, რომელიც უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლების უნიათობით გაუფასურებული ლარის კურსის გამოა განპირობებული...

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის...

ხელისუფლებამ ენერგო-პროს მოთხოვნა ტარიფების გაზრდის შესახებ მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რამაც შემოდგომაზე, შესაძლოა, რეგიონებისთვის ელექტოენერგიის გრაფიკით მიწოდება გამოიწვიოს, თუ საფასური კვლავ არ გაიზარდა...

ექსპერტთა აზრით, იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდება დედაქალაქიც. მათი თქმით, მას შემდეგ რაც „თელასი“ ახლა ელექტოენერგიის საფასურს გაგვიზრდის, თუ შემოდგომაზე ლარის კურსმა ვარდნა გააგრძელა, გაძვირების პროცესი ისევ გაგრძელდება...

როგორც ჩანს, ხელისუფლება წინასაარჩევნო დაპირებებს უკუღმა ასრულებს და ტარიფების განახევრების ნაცვლად, ელექტოენერგიის საფასურს ზრდის.

 

0

ავტორი: