"გამთენიისას მოკლეს..." "გამთენიისას მოკლეს..." /> "/> " />


  19:29:02     10-08-2015

"გამთენიისას მოკლეს..."

a40593.jpg

"საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებული ლევან კოჭლაშვილი გამართლდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი დარახველიძემ ის 108-ე, განზრახ მკვლელობის ნაწილში უდანაშაულოდ ცნო.


ლევან კოჭლაშვილს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა იმ ორი სხვა ბრალის გამო მიუსაჯა, რომელიც მას ასევე ჰქონდა წარდგენილი – საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის გაჩენა და ტრანსგენდერი ქალის, ბიანკა შიგუროვას ცემა. სასამართლომ დღეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა, დასაბუთება კი 2 კვირაში გახდება ცნობილი.


ტრანსგენდერი ქალი, საბი ბერიანი 2014 წლის 11 ნოემბერს, გამთენიისას მოკლეს. მისი ცხედარი სამაშველო სამსახურმა აღმოაჩინა, რომელიც საცხოვრებელ სახლში ხანძრის ჩასაქრობად მივიდა"

0

ავტორი: