"ჩემი საქმიანობით ხალხი იმაზე მეტად დაინტერესდა, ვიდრე ველოდი" - ინტერვიუ ნინუცა დავლიანიძესთან "ჩემი საქმიანობით ხალხი იმაზე მეტად დაინტერესდა, ვიდრე ველოდი" - ინტერვიუ ნინუცა დავლიანიძესთან /> "/> " />


  12:45:09     10-08-2015

"ჩემი საქმიანობით ხალხი იმაზე მეტად დაინტერესდა, ვიდრე ველოდი" - ინტერვიუ ნინუცა დავლიანიძესთან

a40564.jpg

ნინუცა დავლიანიძე ახალგაზრდა დიზაინერია. იგი სხვადასხვა აქსესუარზე მუშაობს, მაგრამ განსაკუთრებულად ფეხსაცმელების დამზადება მოსწონს. მისი ნამუშევრები გასაოცარი სინატიფითა და სილამაზით გამოირჩევა. მუშაობის პროცესსა და სამომავლო გეგმებზე დიზაინერი თავად გაგვესაუბრა.

- როდის მიხვდით, რომ დიზაინერობა იყო თქვენთვის საინტერესო საქმიანობა?

- 12 წლიდან დავინტერესდი და დავიწყე აქსესუარების შექმნა. ვაკეთებდი ყველაფრით ყველაფერს. ახალი  იდეების ძიებითა და რეალიზებით გამყავდა დრო.  გამუდმებით ვფიქრობდი, იდეებს ტექნიკურად ვხვეწდი და საბოლოოდ, ვქმნიდი ნივთებს. ხან კერამიკამ გამიტაცა და თიხაზე ვმუშაობდი, ხანაც ბისერებით ვქარგავდი ჭრელ-ჭრელ თმისსამაგრებს. 2007 წელს დავამთავრე სკოლა და ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში, მედიახელოვნების ფაკულტეტზე. სანამ ვსწავლობდი, პარალელურად სულ ვქმნიდი და ვმუშაობდი სხვადასხვა ნივთზე. ნამუშევრებს,  მოდის მიხედვით, ვაბარებდი თბილისის რამდენიმე მაღაზიაში და აბსოლუტურად ყველა ნივთი იყიდებოდა. აკადემიის დასრულების შემდეგ, გადავწყვიტე საკუთარი ბრენდით შემექმნა და გავხსენი მაღაზია "Handmade-Shop", შემდეგ სხვა სავაჭრო ცენტრში გადავინაცვლე. მოგვიანებით, ბრენდს სახელი შევუცვალე და დავარქვი "Foe Foe Accesories". ბოლოს,2014 წელს, ბევრი ფიქრის შემდეგ,  შევქმენი ბრენდი საკუთარი  სახელის მიხედვით -  "Ninutsa Accesories". გავხსენი ფეისბუქგვერდი და პატარა სტენდი ვაკეში, ჭავჭავაძის 37-ში, სმარტის მეორე სართულზე, სავაჭრო ცენტრ "Homemart"-ში.

 - რა აქსესუარებს აკეთებთ?

 - ვმუშაობ სეზონურად. ბოლო დროს ფეხსაცმელებზე მუშაობა დავიწყე და ძალიან მომწონს.

- რა დროს უთმობთ საქმიანობას?  
- კონკრეტული დრო არ მაქვს გამოყოფილი. ბავშვი მყავს და ურეჟიმოდ ვმუშაობს. ძირითადად, ღამით მიწევს..  ამ საქმეს დიდი დრო და ენერგია მიაქვს. 

- საიდან ჩნდება ნივთების შექმნის იდეა?

- თავისით. უამრავ ჟურნალს ვათვალიერებ, სხვადასხვა დიზაინერის ნამუშევარს ვეცნობი, ვუყურებ მოდის ჩვენებებს და გამომდის საჭირო დროს , საჭირო ნივთის შექმნა.

- როგორ აღწერდით მუშაობის პროცესს?

- მუშაობის პროცესი ერთდროულად ძალიან დამღლელი , სასიამოვნო და საინტერესოა. სულ დაძაბული და მობილიზებული უნდა იყო, რომ არაფერი გამოგრჩეს. 

- მაინც რამდენადაა ხალხი დაინტერესებული თქვენი ნივთებით?

- ვფიქრობ, ჩემი საქმიანობით ხალხი იმაზე მეტად დაინტერესდა, ვიდრე ველოდი.. გარდა იმისა, რომ რომ გვყავს უამრავი კლიენტი და ვერ ავუდივართ შეკვეთებს, სოციალურ ქსელში ბევრი პლაგიატი გამოჩნდა - მათ ჩემი ნივთები თავიანთ გვერდებზე მიაქვთ.  

- როგორც მივხვდი, მარტო არ მუშაობთ.

- მე და ჩემი მეგობარი ერთად ვმუშაობთ.

- რა მასალას იყენებთ?

- ძირითადაფ თვლებს, მარგალიტებს, რკინის დეტალებს ვიყენებ. ეს ამჟამად... ზოგადად ყველანაირ მასალას, ნატურალური ტყავისა და ქვების ჩათვლით.

- გამოფენა-გაყიდვას ხომ არ გეგმავთ? 

- პერსონალურ გამოფენას ჯერ არ ვგეგმავ, მაგრამ ზოგადად სულ ვმონაწილეობ სხვადასხვა გამოფენა-გაყიდვაში. 2014-2015 წლებში მივიღე მონაწილეობა Tbilisi Fashion Week-ის Showroom-ში.  ამჟამად ჩემი აქსესუარები გამაქვს ბათუმში. 0

ავტორი: