10:59:47     07-08-2015
Sesxebi.ge - სესხის კალკულატორი გონივრული არჩევანისთვის

სესხი ფინანსური პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი გზაა. მომხმარებლებს სესხის აღება სხვადასხვა კომპანიაში შეუძლიათ. ბოლო პერიოდში სესხის აღება უფრო პოპულარული გახდა სწრაფი სესხის გამცემ კომპანიებში. ამის ძირითადი მიზეზი ისაა, რომ სესხის აღება უფრო მარტივია და კლიენტს არ უწევს ხანგძლივი პროცედურების გავლა. სხვა საკითხია რამდენად სწორად არჩევენ მომხმარებლები სესხის გამცემ კომპანიას და თუ ითვალისწინებენ მათ პირობებს?
მომხმარებლებს სესხის აღებამდე შეუძლიათ ახლობელს სთოვონ რჩევა, ისარგებლონ საძიებო სისტემით და ნახონ სესხის პირობები. არსებობს ამის ალტერნატივაც. ეს არის სესხის პირობების გაგება და შედარება ონლაინ. ამ სერვისს მომხმარებლებს სთავაზობს ვებგვერდი www.sesxebi.ge.
ვებგვერდზე მოცემულია ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და სწრაფი სესხის გამცემი კომპანიების პირობები. სესხის აღებით დაინტერესებულ პირს მარტივად შეუძლია გაიგოს სესხის ყველა პირობა; რა საპროცენტო განაკვეთი აქვს კომპანიას, რა ასაკიდან და რა ვადით შეუძლიათ სესხის აღება. დაზოგეთ დრო და ასე მარტივად აირჩიეთ უკეთესი პირობის სესხი.
0