მადისაღმძვრელი, უგემრიელესი ხაჭაპური მადისაღმძვრელი, უგემრიელესი ხაჭაპური />


  09:00:46     07-08-2015

მადისაღმძვრელი, უგემრიელესი ხაჭაპური

a40489.jpg

ამ მადისაღმძვრელი ხაჭაპურის მომზადება დიდ ძალისხმევას სრულებით არ მოითხოვს.

მოსამზადებლად საჭიროა:

მაწონი - 400 გ;

მარგარინი - 500 გ;

კარაქი - 100 გ;

კვერცხი - 5ც;

სოდა -1ჩ.კ;

ძმარი - 1ს.კ ;

არაყი - 1ს.კ;

ფქვილი - დაახლოებით 600-700გრ (დაახლოვებით იმიტომ, რომ ხშირად სხვადასხვა ფქვილი სხვადსახვა რაოდენობას მოითხოვს. საშუალო სისქის ნაზი ცომი უნდა გამოვიდეს);

სულგუნი - 0,5 კგ;

ახალი ყველი ნაკლებმარილიანი - 0,5 კგ.

მომზადება:

ფქვილში ამატებთ 1ც. 250გრ. მარგარინს(ჩახეხეთ) და გააფხვიერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე;

დაუმატეთ მარილი 1 ჩ.კ, 1ს.კ. არაყი და ცალკე ათქვეფილი 3კვერცხი;

მაწონში ჩაასხით ძმარში გახსნილი სოდა და დააცადეთ ამოვიდეს. დაუმატეთ ცომს და მოზილეთ საშუალო სისქის ნაზი ცომი.

შემდეგ გააბრტყელეთ, წაუსვით მარგარინი(კოლოფის ნახევარი) და გადაახვიეთ რულეტისებურად; დატოვეთ 15 წთ. კვლავ გააბრტყელეთ და წაუსვით მარგარინის მეორე ნახევარიც;

დაასვენეთ ცომი 30წთ. შემდეგ ცომი გაყავით ორ თანაბარ ნაწილად . ჯერ ერთი ფენა გააბრტყელეთ და დადეთ გამოსაცხობ ტაფაზე. ზემოდან თანაბრად გაანაწილეთ წინასწარ მომზადებული ყველის გულსართი (გახეხილი ყველი და სულგუნი +1ც. კვერცხი + 100 გრ. კარაქი), შემდეგ მეორე ცომის ნაწილიც გააბრტყელეთ და ზემოდან დააფარეთ.

ცომს ზემოდან თანაბრად წაუსვით 1 კვერცხის გულის, 1ს.კ ზეთისა და 1ს.კ. რძის ნაზავი. ზემოდან ჩანგლით დაჩხვლიტეთ, რომ ცხობისას ადგილ-ადგილ არ ამოიბეროს;

გამოაცხეთ 180 გრადუსზე.

ბოლოს კი გემრიელად მიირთვით!

0

ავტორი: