11:31:13     23-03-2011
“ტორნადოს” “ტაიფუნი” შეცვლის
დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა “Panavia Tornado F3” – ის ყველა ავიაგამანადგურებელი ჩამოწერეს. “Flightglobal MiliCAS” – ის ინფორმაციით, შეიარაღებაში, 15 ასეთი თვითმფრინავია. ამ გამანადგურებლების ჩამოწერის შემდეგ, შეიარაღებაში 119 “Tornado GR4” დარჩება, რომელიც ექსპლუატაციიდან 2015 წელს მოიხსნება.
მცირე ხნის წინ იუწყებოდნენ, რომ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო, 2011 წელს სამხედრო ხარჯების შემცირების ფარგლებში, “ტორნადოს” ყველა ავიაგამადაგურებლის ჩამოწერას აპირებს. ეს გეგმა, 101 თვითმფრინავს მოიცავს.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, ამჟამად შეიარაღებიდან ამოღებული თვითმფრინავები, სამხედრო ხარჯების შემცირების ჩარჩოებში არ მოქცეულა. მათ, უბრალოდ, თავისი რესურსი ამოწურეს.
ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მოქმედი გეგმა კი 2020 წლამდე პერიოდზეა გათვლილი და მისი მიხედვით, ავიაგამანადგურებლების პარკის განახლება იგეგმება. ბრიტანეთის ამ ტიპის შეიარაღება მთლიანად “Eurofighter Typhoon”-ზე და “Lockheed Martin F-35 Lightning II” - ზე გადავა.
0