ლიბიაში აქტიური საომარი ფაზა შეწყდება ლიბიაში აქტიური საომარი ფაზა შეწყდება />


  11:30:22     23-03-2011

ლიბიაში აქტიური საომარი ფაზა შეწყდება

a4362.jpg

კოალიციური ძალები ლიბიაში აქტიურ საომარ ფაზას შეწყვეტენ – ამის შესახებ, ჟურნალისტებს აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეითსმა, რუს კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

 

გეითსმა აღნიშნა, რომ სამხედრო ოპერაცია რამდენიმე დღის შემდეგ შეჩერდება. თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ დაუშვებელია ლიბიის მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვა.

 

გარდა ლიბიის ვითარებისა, თავდაცვის უწყებების მეთაურებმა ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განთავსებასთან დაკავშირებული საკითხებიც განიხილეს. სერდიუკოვის თქმით, ამ საკითხზე აზრთა გაცვლა-გამოცვლა მოხდა. მხარეები მივიდნენ იმ შეთანხმებამდე, რომ თანამშრომლობა გაცილებით მომგებიანია, ვიდრე კონფრონტაცია.

0

ავტორი: