10:57:50     23-03-2011
სვია ტომატის სოუსში
მასალა: სვია – 500 გრამი ფილე, ხახვი – 1 თავი, მზესუმზირის ზეთი – 80 გრამი, მწიფე პომიდორი – 500 გრამი, მარილი – ნახევარი ჩაის კოვზი, შავი პილპილი – მეოთხედი ჩაის კოვზი, პაპრიკა – 1 დესერტის კოვზი, დაჭრილი რეჰანი – 1 სუფრის კოვზი, შაქარი – 2 ჩაის კოვზი, ნიორი – 1 კბილი, წყალი – 2 ჭიქა, გახეხილი ლიმონის ქერქი – 1 სუფრის კოვზი, ლიმონი – 1 ცალი, ოხრახუში.
ხახვი წვრილად დავჭრათ და მოვხრაკოთ ზეთში, ოქროსფერ-მოყავისფრო შეფერილობის მიღებამდე. პომიდორს მოვაცილოთ კანი, დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი, შაქარი, რეჰანი, ნიორი, პაპრიკა, შავი პილპილი და მოვშუშოთ. მომზადებული პომიდორი გავხეხოთ. თევზის ფილეს დავასხათ წყალი, ჩავუმატოთ ლიმონის ქერქი და 15 წუთის განმავლობაში ვხარშოთ. სოუსისთვის პომიდვრის პიურეს დავუმატოთ ცოტაოდენი თევზის ნახარში, ავურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და ავადუღოთ. თევზი მოვათავსოთ თეფშზე, დავასხათ ცხელი ტომატის სოუსი და სუფრაზე მიტანამდე გავაციოთ, 1,5 საათის განმავლობაში. გავაფორმოთ მწვანილით და თუ გვსურს, ლიმონის ნაჭრებით. 0