10:56:40     23-03-2011
შოკოლადის “პეპლები”
მასალა: ხორბლის ფქვილი – 1/2 ჭიქა, კაკაოს ფხვნილი – 2 სუფრის კოვზი, გამდნარი კარაქი – 3 სუფრის კოვზი ცომისათვის და 4 სუფრის კოვზი – კრემისათვის. შაქარი – 3 სუფრის კოვზი, კვერცხი – 2 ცალი, რძე – 3 სუფრის კოვზი ცომისათვის და 4 სუფრის კოვზი კრემისათვის, ვანილის შაქარი – 2 სუფრის კოვზი ცომისათვის და 1 სუფრის კოვზი კრემისათვის, შაქრის ფხვნილი – 5 სუფრის კოვზი.
კარაქი ავთქვიფოთ შაქართან ერთად, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დავამატოთ კვერცხი, ფქვილი, კაკაოს ფხვნილი, ვანილის შაქარი და ავთქვიფოთ. ხუთი პატარა ფორმა ნახევრად ამოვავსოთ ცომით და ვაცხოთ 20 წუთი. კარაქი ავთქვიფოთ შაქრის ნახევართან, დავამატოთ რძე, შემდეგ დარჩენილი შაქარი, ვანილის შაქარი და ვთქვიფოთ, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ბისკვიტები ამოვიღოთ ფორმიდან, გადავჭრათ ზედა ნაწილი და მისგან გამოვჭრათ “პეპელა.” ყოველი ბისკვიტი გავაფორმოთ კრემით, ხოლო ზემოდან მოვათავსოთ “პეპლები,” რომლებიც, თავის მხრივ, გავაფორმოთ კრემით, ჯემით ან ლაიმას ქერქით.
0