22:35:55     02-08-2015
უგემრიელესი ქლიავის ნამცხვარი
ეს მარტივად მოსამზადებელი, უგემრიელესი ქლიავის ნამცხვარი ზაფხულის ცხელ დღეებს გაგილამაზებთ.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
100 გრამი კარაქი;
250 გრამი რძე;
500 გრამი ფქვილი;
მწიკვი მარილი;
100 გრამი შაქარი;
ვანილი;
1 პატარა შეკვრა მშრალი საფუარი;
2 ან 3 კვერცხი (გააჩნია კვერცხის ზომას).
გულსართი:
1 კილოგრამი ტკბილი ქლიავი, გარეცხილი, შუაზე დახლეჩილი, კურკაგამოცლილი;
3 კოვზი შაქარი.
ცომის ეს მასა ბევრია, თუ პატარა გამოსაცხობი ფორმა გაქვთ, მაგალითად, 24 სმ დიამეტრის ფორმას ამ ცომის მესამედი ეყოფა, დარჩენილი ცომით კი შეგიძლიათ სხვა ხილის ნამცხვარი გამოაცხოთ.
მომზადება:
1. გაადნეთ ჯერ კარაქი. ჩაასხით გამდნარ კარაქში ცივი რძე. მიიღებთ ნელთბილი ტემპერატურის მინსტურას. გადადგით გვერდით;
2. დანარჩენი ინგრედიენტები ათქვიფეთ მეორე ჯამში. დაიმახსოვრეთ: არასოდეს მიაყოლოთ მარილს საფუარი. ანუ, როცა რამდენიმე ინგრედიენტი გაქვთ ჩასაყრელი, მარილმა არასოდეს არ უნდა დაასწროს საფუარს. ეს რიგითობა არ აგერიოთ, მარილი „დააფრთხობს“ საფუარს. საფუარის ჩაყრის შემდეგ, მიაყოლეთ შაქარი და ყველა ინგრედიენტის შემდეგ - ბოლოს მარილი;
3. ჩაამატეთ ამ მასაში კარაქიანი რძე;
4. კარგად ათქვიფეთ. უმჯობესია ცომის მიქსერით. თქვიფეთ იქამდე, სანამ ცომი ერთგვაროვანი და ფაფუკი არ გახდება. ის აღარ უნდა ეკვროდეს კედელს. მორევის პროცესი ცოტა ხანგრძლივია, დაახლოებით 20 ან მეტი წუთი;
5. კარგად მორეულ ცომს გადააფარეთ ჩაისტილო და დადგით თბილ ადგილას. ცომი უნდა გაორმაგდეს;
6. დაიმახსოვრეთ: საფუარიანი ცომი ძალიან მაღალი ცხვება და ამიტომ თუ პატარა ფორმა გაქვთ, როგორც უკვე გითხარით, 24 სმ-იანი, ამ ცომის მასის მესამედი ან ნაკლები იქნება საკმარისი. კარგად გაშალეთ ცომმოსხმულ ფორმაში. ზედ დაალაგეთ ქლიავი და გამოაცხეთ;
7. როცა მზად იქნება მოაფრქვიეთ 2 კოვზი შაქარი. ის ქლიავის გამომცხვარ ქერქში ჩაგროვილ სითხეს ამოაშრობს და თქვენი ნამცხვარიც მზად იქნება.
ისღა დაგრჩენიათ გემრიელად მიირთვათ.
0