21:04:31     31-07-2015
ატმის შესანიშნავი ნამცხვარი
ამ ტრადიციულ ნამცხარს "Peach Cobbler" ჰქვია და ის ნამდვილად არის ატმის სეზონის განუყოფელი ნაწილი.
მოიმარაგეთ:
ჭიქა შაქარი ცომისთვის, + 3 კოვზი გულსართისთვის;
5 ცალი მწიფე, დიდი ატამი, გაფცქვენით, თხლად ან კუბებად დაჭერით; 2 ჭიქა ფქვილი;
1/2 სუფრის კოვზი სიმინდის სახამებელი ან კარტოფილის სახამებელი (ე.წ. კარტოფილის ფქვილი);
1/2 ჩ.კ. მარილი;
2 1/2 კოვზი გამაფხვიერებელი ან 1 ჩ.კ. სოდა;
250 გრამი რძე;
100 გრამი გამდნარი კარაქი;
მომზადება: გააცხელეთ წინასწარ ღუმელი;
პატარა ჯამში აურიეთ 3 სუფრის კოვზი შაქარი და 1/2 სუფრის კოვზი სახამებელი. მოურიეთ. ჩაუშვით ჯამში დაჭრილი ატმები და ამოგანგლეთ შაქარში და სახამებელში. ჯამი გვერდით გადადეთ და დაიწყეთ ცომის მომზადება;
მეორე პატარა ჯამში ჩაუშვით 1 ჭიქა შაქარი, 2 ჭიქა ფქვილი, მარილი, გამაფხვიერებელი ან სოდა; ცალკე ჯამში: ჩაუშვით რძე და გამდნარი კარაქი. მოურიეთ, შემდეგ ეს რძიანი კარაქი ნელ-ნელა შეათქვიფეთ ფქვილიან ჯამში;
გადაიტანეთ ცომი ცხიმსაწმულ ფორმაში. დააწყვეთ ზედ ატმები. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 60 წუთი. იქამდე, ვიდრე ნამცხვრის გული კარგად არ ამოშრება.
გემრიელად მიირთვით!
0