სახიფათო რუჯი - ლეღვის ნახარში ისევ აქტუალურია სახიფათო რუჯი - ლეღვის ნახარში ისევ აქტუალურია />


  11:12:47     29-07-2015

სახიფათო რუჯი - ლეღვის ნახარში ისევ აქტუალურია

a40243.jpg

საზღვაო სეზონთან ერთად ლეღვის ნახარში კვლავ აქტუალური გახდა. გარუჯვის მცდელობა 62 წლის ქალბატონს  ჯანმრთელობის ფასად დაუჯდა.

ქალბატონმა  ლეღვის ნახარშით დამწვრობა მიიღო.  დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ "პრესა.ჯი"-ს დაუდასტურა ინფორმაცია, რომ  პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. 

მას სხეულის 16 პროცენტი აქვს დამწვარი. 

როგორც დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, 62 წლის ქალბატონმა ლეღვის ნახარში გარუჯვის მიზნით წაისვა. 

ამასთან, დამწვრობის ცენტრში ლეღვის ნახარშით მიღებული დამწვრობით კიდევ ერთი პაციენტია მოთავსებული. ის  21 წლის გოგონაა. მას 60 პროცენტი აქვს დამწვარი.

"ჯობია ლეღვი ხილად მიირთვათ, ვიდრე სხეულზე წაისვათ".- ამბობს ქაშიბაძე.

- რამდენი პაციენტი გყავთ ლეღვის ნახარშით მიღებული დამწვრობით? 

- სტატისტიკა არ იცვლება - არც იზრდება და არც მცირდება, შეიძლება ითქვას, რომ 62 წლის ქალბატონმა სეზონი გახსნა. ამ ეტაპზე მხოლოდ ორი პაციენტი გვყავს ლეღვის ნახარშის გამოყენებით მიღებული დამწვრობით. 62 და 21 წლის ქალბატონები. ისინი არც ბებია და შვილიშვილი არიან , აქ გაიცნეს ერთმანეთი. შარშანაც იყო შემთხხვევები, თუმცა გადავწყვიტეთ არ გაგვეხმაურებინა, რომ სხვებს არ მიებაძათ თუმცა უძლური ვაართ. 

- ლეღვის ნახარშთან ერთად გასარუჯად იოდს, გაზიან სასმელებსა და თქვენ წარმოიდგინეთ ლუდსაც კი იყენებენ...

- გასულ წელს 60 პაციენტი გვყავდა, აქედან 15-ს სწორედ იოდისა და ზეთის ნარევისგან ჰქონდა დამწვრობა. თითქმის ყველას ამბულატორიული მკურნალობა დასჭირდა.

- რას ურჩევდით, ახალგაზრდებს, თუმცა არა, ზოგადად ნამზეურის მოყვარულებს? 

- ყველას ვურჩევ, მოეშვან საკუთარ თავზე ექსპერიმენტების ჩატარებას და ნუ ჩაიშხამებენ დასვენების დღეებს. როგორც ექიმი, მოგიწოდებთ, მზეზე გახვიდეთ  დილით, 11 საათამდე და ნაშუადღევს, 4 საათის შემდეგ.  დამიჯერეთ, ჯობია ლეღვი ხილად მიირთვათ, ვიდრე სხეულზე წაისვათ. 

0

ავტორი: