13:05:10     28-07-2015
ირაკლი აბესაძე: დავით ნარმანიამ თბილისის მოსახლეობა მოატყუა

"კომუნალური ვაუჩერით მხოლოდ 38 000 ოჯახი ისარგებლებს",- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თბილისის თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ „პრესა.ჯი“-ს განუცხადა.
ირაკლი აბესაძე: დავით ნარმანიას დაპირება, რომ კომუნალური ვაუჩერების სისტემა, რომელიც ძველ სატარიფო სისტემაზე იყო მორგებული, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის შენარჩუნდებოდა, ტყუილი აღმოჩნდა. 70 000 ქულაზე მეტის მქონე სოციალურად დაუცველ ოჯახებს გაუუქმდებათ კომუნალური ვაუჩერები.
- რამდენი ოჯახი ისარგებლებს აღნიშნული ვაუჩერით?
- კომუნალური ვაუჩერით მხოლოდ 38 000 ოჯახი ისარგებლებს.
- ელოდებით თუ არა დედაქალაქში ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდას?
- ტარიფის ზრდა მოხდება სავარაუდოდ სექტემბრიდან სოციალურად დაუცველებისათვის ბიუჯეტიდან სუბსიდიის თანხები თბილისის მერიას უკვე აღარ აღმოაჩნდება. შარშანდელთან შედარებით კომუნალური ვაუჩერის გაცემის ჯამური ბიუჯეტი წელს 8 მილიონით არის შემცირებული. კვარტალში თბილისის მერია კომუნალური ვაუჩერებისათვის უკვე დახარჯა 28 მილიონი და ბოლო ორ თვეზე 8 მილიონი ლარი დარჩა. ასე რომ, თბილისის მერიას თანხებიც კი არ გააჩნია, რომ 70 000-ზე მეტი ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახები კომუნალური ვაუჩერით უზრუნველყოს.
0