18:15:21     22-07-2015
თაღლითობის ფაქტზე ადვოკატთა ასოციაციის წევრი დააკავეს
დიდი ოდენობით თაღლითობის ჩადენის ფაქტზე
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ირაკლი კვინტრაძე და მოქალაქე ირაკლი თედიაშვილი.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით,
2015 წლის თებერვლიდან მაისის თვემდე პერიოდში, ირაკლი კვინტრაძემ და ირაკლი თედიაშვილმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით ბრალდებულ პირს პირობით მსჯავრზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, თითქოსდა საქართველოს პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირებისთვის ქრთამის სახით გადასაცემად თაღლითურად გამოსძალეს 9000 აშშ დოლარი.
"საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის ჩადენის ფაქტზე გამოავლენის და დააკავეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ირაკლი კვინტრაძე და მოქალაქე ირაკლი თედიაშვილი.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2015 წლის თებერვლიდან მაისის თვემდე პერიოდში, ირაკლი კვინტრაძემ და ირაკლი თედიაშვილმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით ბრალდებულ პირს პირობით მსჯავრზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, თითქოსდა საქართველოს პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირებისთვის ქრთამის სახით გადასაცემად თაღლითურად გამოსძალეს 9000 აშშ დოლარი.
დაკავებულებს ბრალი წარდგენილი აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით ითვალისწინებს.
საქმეზე გრძელდება გამოძიება ირაკლი კვინტრაძისა და ირაკლი თედიაშვილის მიერ ჩადენილი თაღლითური ფაქტების გამოვლენისა და დადგენის მიზნით.
მივმართავთ საზოგადოებას, რომ საქართველოს პროკურატურის სახელით ჩადენილი მსგავსი უკანონო ფაქტების არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს მთავარ პროკურატურას",- აღნიშნულია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.
"პრესა.ჯი" ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს ზაზა ხატიაშვილს დაუკავშირდა. მისი თქმით, ირაკლი კვინტრაძე ასოციაციაში დაახლოებით ერთი წლის წინ გაწევრიანდა.
ხატიაშვილის ინფორმაციით, დაკავებული წლების განმავლობაში პროკურატურასა და ჯანდაცვის სისტემაში მუშაობდა.
"თუ დაკავებულს ბრალი არ მიუძღვის ბოლომდე დავიცავთ მისი ინტერესებს, თუ სახეზე გავქს მის მიერ ჩადენილი დანაშაული და ეს გამყარებულია უტყუარი მტკიცებულებებით, ასეთ შემთხვევაში კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს",- განაცხადა ხატიაშვილმა.
0