“ისტორიული” ლედი გაგა “ისტორიული” ლედი გაგა />


  11:05:36     22-03-2011

“ისტორიული” ლედი გაგა

a4336.jpg

ლედი გაგა, ისტორიაში პირველი მუსიკოსი გახდა, რომლის სინგლები ციფრულ ფორმატში 20 მილიონჯერ გაიყიდა. ამის შესახებ საიტი “Gigwise” იუწყება.

 

მათგან პირველი კომპოზიცია “Just Dance” გახდა, რომელიც 2008 წლის აპრილში გამოვიდა. კომპოზიციამ, მაშინათვე, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, ავსტრალიის და სხვა ზოგიერთი ქვეყნის რეიტინგებში პირველი ადგილი დაიკავა.

 

ამ დროისათვის, ლედი გაგას ბოლო სინგლი სიმღერა “Born This Way” – ია. ეს პირველი, პუბლიკისთვის წარდგენილი კომპოზიციაა, რომელიც მომღერლის ამავე სახელმწოდების სტუდიურ ალბომში შევა.

 

“მალე დამთავრდება ამ ალბომზე მუშაობა. მე ძალიან ვამაყობ მისით,” განაცხადა მომღერალმა თავის ბლოგზე. დისკი 2011 წლის 23 მაისს გამოვა.

0

ავტორი: