ქუთაისში პრეზიდენტის ცოლისძმა, მიხეილ მგალობლიშვილი დააკავეს ქუთაისში პრეზიდენტის ცოლისძმა, მიხეილ მგალობლიშვილი დააკავეს />


  11:42:12     20-07-2015

ქუთაისში პრეზიდენტის ცოლისძმა, მიხეილ მგალობლიშვილი დააკავეს

a40115.jpg

გუშინ პოლიციამ გიორგი მარგველაშვილის ცოლი ძმა მრავალჯერ ნასამართლევი მიხეილ მგალობლიშვილი დააკავა.

„პრესა.ჯი“-ს ინფორმაციით, მგალობლიშვილთან ერთად მისი ოთხი მეგობარიც აიყვანეს.

აღნიშნული პირები სამეგრელოდან თბილისში მიდიოდნენ, ხოლო დაკავების მიზეზი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებაზე შემოწმება გახდა.

დაკავების ფაქტი „პრესა.ჯი“-ს დაკავებულების ადვოკატმა დალი სულაქველიძემ დაუდასტურა.

ადვოკატი: "მიხეილ მგალობლიშვილი მეგობრებთან ერთად ნამდვილად დააკავეს და ნარკოლოგიურში გადაიყვანეს. მიშა (პრეზიდენტის ცოოლიძმა)  არ აღმოჩნდა ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ, არც მასთან ერთად დაკავებულები, ამიტომ მან პოლიციის შენობა მალევე დატოვა. დაკავება გუშინ 12:35 საათზე მოხდა".

მარგველაშვილის ცოლიძმის კრიმინალურ წარსულზე „პრესა.ჯი“ ადრეც წერდა.

ოფიციალური განაჩენების მიხედვით, მაკა ჩიჩუას ძმა პირველად გასამართლებულია 2008 წლის 25 მარტს, ნარკოტიკების მოხმარებისა (273-ე მუხლი) და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევისათვის (353-ე მუხლის პირველი ნაწილი). მიუსაჯეს 2 წლით პატიმრობა, 2 წლით პირობითი და 3 ათასი ლარი ჯარიმა.

პრეზიდენტ მარგველაშვილის ცოლიძმა, მეორედ 2010 წლის 27 თებერვალს გაასამართლეს, კვლავ ნარკოტიკების მოხმარებისათვის (273-ე მუხლით). მიუსაჯეს 2 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საპროცესო შეთანხმებით, 3 წლიანი პირობითითა და 2 ათას ლარიანი ჯარიმით შეეცვალა.

მესამედ მაკა ჩიჩუას ძმა 2011 წლის 4 მაისს, ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109 მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გაასამართლეს. მიუსაჯეს 17 წლით პატიმრობა.

მოსამართლე ლელა შკუბულიანის მიერ გამოტანილ განაჩენში აღნიშნულია რომ მიხეილ მგალობლიშვილმა, მეგობართან ერთად, თბილისში, ლესელიძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი ძირს დააგდო და მისი მოკვლა განიზრახა. კერძოდ, მან და მისმა მეგობარმა ის დანებით დაჩეხეს.

განაჩენის მიხედვით, პრეზიდენტის ცოლიძმამ და მისმა მეგობარმა, დაზარალებულს ჭრილობები მიაყენეს  ორივე კიდურის, მუცლის, მუცლის ღრუსა და გულ-მკერდის არეში.

დაჭრილი შემთხვევითმა გამვლელმა, უმძიმეს მდგომარეობაში მიიყვანა საავადმყოფოში. ეჭვმიტანილები მიიმალნენ. თუმცა, პოლიციამ მგალობლიშვილი იმავე დღეს, 2010 წლის 31 აგვისტოს დააკავა, მისი მეგობარი კი მეორე დღეს - 2010 წლის 1 სექტემბერს.

საქმეში მოყვანილია ათამდე მოწმის ჩვენება, რომლებმაც ამოიცნეს მაკა ჩიჩუას ძმა და მისი მეგობარი და სასამართლოს დაუდასტურეს რომ სწორედ მათ დაჩეხეს ახალგაზრდა მამაკაცი, თბილისში, ლესელიძის ქუჩაზე, 2010 წლის 31 აგვისტოს.

მოსამართლე ლელა შკუბულიანმა, 2011 წლის 4 მაისს, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის, პრეზიდენტ მარგველაშვილის ცოლიძმას 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მის მეგობარს კი - 14 წლით აღუკვეთა თავისუფლება.

მაკა ჩიჩუას ძმის შემთხვევაში მოსამართლემ დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნია ის ფაქტორი, რომ ის ორჯერ იყო გასამართლებული და დანაშაულის ჩადენის მომენტში პირობითი სასჯელის ქვეშ იმყოფებოდა.

პრეზიდენტად არჩევიდან მალევე გიორგი მარგველაშვილმა მიხეილ მგალობლიშვილი, რომელსაც დამამძიმებელ გარემოებაში მძიმე დანაშაული ჰქონდა ჩადენილი და 17 წლიან სასჯელს იხდიდა, შეიწყალა იმის გამო რომ ის საკუთარი ცოლიძმაა. მძიმე დანაშაულებისთვის გასამართლებულმა მგალობლიშვილმა საბყრობილე 2 წელიწადში დატოვა.

0

ავტორი: