11:02:20     22-03-2011
გეითსი რუსეთს ლიბიაში “ეპატიჟება”
აშშ-ის თავდაცვის მინისტრი რობერტ გეითსი მიიჩნევს, რომ რუსეთი საერთაშორისო კოალიციის მიერ ლიბიის წინააღმდეგ საომარ ოპერაციებში ჩართვის შესახებ უნდა დაფიქრდეს.
“მე მოვუწოდებ თქვენს ხელისუფლებას, იფიქროს იმაზე, თუ რუსმა სამხედროემა რა ფორმით შეიძლება იმოქმედონ საერთაშორისო კოალიციის ჩარჩოებში.” - განაცხადა გეითსმა, სანკტ-პეტერბურგში, ადმირალ კუზნეცოვის სამხედრო-საზღვაო აკადემიის მსმენელების წინაშე გამოსვლისას.
გეითსის ვიზიტი რუსეთში, ლიბიის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყებას დაემთხვა, ამიტომ პენტაგონის შეფმა, შესაძლოა, აშშ-ის პოზიცია რუს პარტნიორებთან ერთად განიხილოს. ამას გარდა, მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მოსკოვი და ვაშინგტონი ევროპაში ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის განლაგების შესახებ შეთანხმდებიან.
დღეს, გეითსი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, დიმიტრი მედვედევს და თავდაცვის მინისტრს, ანატოლი სერდიუკოვს შეხვდება. 0