10:59:54     16-07-2015
ზუგდიდში სუპერმარკეტი დააყაჩაღეს
ზუგდიდის ცენტრში სუპერმარკეტი „სანდეი“ დააყაჩაღეს. ფაქტი დღეს გამთენიისას მოხდა. როგორც "პრესა.ჯი"-ს ზუგდიდიდან აცნობეს, მარკეტში სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა.
წინასწარი ვერსიით, წაღებულია მთელი დღის ნავაჭრი თანხა, რომელიც დაახლოებით, 5 ათასი ლარს შეადგენს.
ადგილზე ამ წუთებშიც მუშაობენ კრიმინალისტები. თანამშრომლები დასკითხად არიან გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში მომხდარ თავდასხმაზე გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო. სისხლის სამართლის საქმე 179- ე მუხლით აღიძრა.
რაც შეეხება ჭვმიტანილებს, როგორც "პრესა.ჯი"-ს უწყებაში განუცხადეს, ამ წუთებშიც მიმდინარეობს ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები მათ დასაკავებლად.
0