ქრთამის აღების ფაქტზე მარნეულში ქართული ოცნების დეპუტატი დააკავეს ქრთამის აღების ფაქტზე მარნეულში ქართული ოცნების დეპუტატი დააკავეს />


  10:16:44     16-07-2015

ქრთამის აღების ფაქტზე მარნეულში ქართული ოცნების დეპუტატი დააკავეს

a40024.jpg

მარნეულის საკრებულოში  "ქართული ოცნების" დეპუტატი შაირ საფაროვი  ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

"პრესა.ჯი" აღნიშნულ საკითხზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს დაუკავშირდა სადაც დაკავების ფაქტი დაადასტურეს. 

მათი ინფორმაციით,  გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის უკანონოდ სარგებლობის და სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაში მფარველობის სანაცვლოდ, მოქალაქისგან ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო ფულადი თანხა – 2000 ლარის ოდენობით.

დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

0

ავტორი: