10:37:37     22-03-2011
იტალიური ტორტი
მასალა: კვერცხი – 4 ცალი, ერთი ლიმონის გახეხილი კანი, შაქრის ფხვნილი – 100 გრამი ფქვილისათვის და 4 სუფრის კოვზი – კრემისათვის, სოდა – 1 ჩაის კოვზი, ხორბლის ფქვილი – 3 სუფრის კოვზი, დაფქული ნუში – 100 გრამი და დაჭრილი და შემწვარი – 40 გრამი, ვანილინი – დანის წვერით, ლიქიორი – „ამარეტო“ – 8 სუფრის კოვზი, ლიმონის წვენი – 1 სუფრის კოვზი, კვერცხის გული – 1 ცალი.
ცომისათვის კვერცხის გულები ავთქვიფოთ ლიმონის კანთან ერთად, დავამატოთ ვანილინი და შაქრის ფხვნილი. შემდეგ ფქვილი, ნუში და სოდა, ფრთხილად ავურიოთ. ცომი მოვათავსოთ ცხიმწასმულ ფორმაზე და გამოვაცხოთ 20–25 წუთი, 180 ცელსიუს გრადუს ტემპერატურაზე. მომზადებული ტორტი შევაგრილოთ, ხის დანით რამდენიმე ადგილას ჩავჩხვლიტოთ და მოვასხუროთ ლიქიორი. ავთქვიფოთ კვერცხის გული შაქრის ფხვნილთან ერთად, დავამატოთ ლიმონის წვენი. მოვასხათ ტორტს და მოვაყაროთ დაჭრილი ნუში.
0