"იმაზე სამარცხვინო არაფერია, როცა მარიხუანას მომხმარებელს შვიდწლიან პატიმრობას უსჯიან" - ინტერვიუ დათო ტურაშვილთან "იმაზე სამარცხვინო არაფერია, როცა მარიხუანას მომხმარებელს შვიდწლიან პატიმრობას უსჯიან" - ინტერვიუ დათო ტურაშვილთან /> "/> " />


  21:19:29     11-07-2015

"იმაზე სამარცხვინო არაფერია, როცა მარიხუანას მომხმარებელს შვიდწლიან პატიმრობას უსჯიან" - ინტერვიუ დათო ტურაშვილთან

a39919.jpg

ჩვენი დღევანდელი რესპოდენტი,  ყველასათვის კარგად ნაცნობი მწერალი, დათო ტურაშვილია. მწერლის ახალგაზრდებთან  დამოკიდებულებასა და "აღმოსავლური სიყვარულის" სპეციფიკაზე ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

- როგორია თქვენი თვალით დანახული "აღმოსავლური სიყვარული", იგივე, გურჯი ხათუნის ისტორიიდან გამომდინარე. რა მახასიათებლებით განსხვავდება იგი "დასავლური სიყვარულისაგან"?

- მთავარი, რაც განასხვავებს აღმოსავლურ სიყვარულს დასავლურისგან, სწორედ ის ბრძოლაა, რომელიც გენიალურმა შოთა რუსთაველმა აღწერა "ვეფხისტყაოსანში" და რომელიც მისი მთავარი ევროპული მახასიათებელია - ისლამურ აღმოსავლეთში, როგორც წესი, ქალისთვის არ იბრძვიან და მათ უბრალოდ ყიდულობენ. (სხვათა შორის, ამასთან დაკავშირებით, შესანიშნავი მოთხრობა აქვს აკა მორჩილაძესაც).

- "ამერიკული ზღაპრები" ბევრისათვის საყვარელი წიგნია. საინტერესოა, რეალურ ისტორიებს გვიამბობთ თუ , რაზეც სათაური მიანიშნებს, ეს მხოლოდ ზღაპრებია?

- ეს მკითხველი გადასაწყვეტია და არა ჩემი.

- რა დამოკიდებულება გაქვთ წიგნების ეკრანიზაციასთან?

- როგორც წესი, წიგნების ეკრანიზაცია წარუმატებელია ხოლმე, მაგრამ კარგი გამონაკლისები მაინც არსებობენ.

- რას ფიქრობთ თანამედროვე ქართულ ლიტერატურასა და ქართველ მკითხველზე?

- ქართული ლიტერატურა, ბევრი თვალსაზრისით, გახდა ძალიან მრავალფეროვანი და ეს, ძალიან სასარგებლოა. მკითხველებსაც დიდი არჩევანი გაუჩნდათ და ესეც ძალიან კარგია.

- თქვენ ხშირად ამბობდით, რომ ახალი თაობა სულაც არ არის მკაცრად გაკიცხვის ღირსი..  როგორ ფიქრობთ, მაინც რა არის ის  განმასხვავებელი ნიშანი, რომელიც ორი თაობის ახალგაზრდების შედარებისას იჩენს თავს?

- ხშირად მაქვს შეხვედრები სკოლის მოწაფეებთან და სტუდენტებთან და შემიძლია სრული პასუხისმგებლობით  ვთქვა, რომ ახალგაზრდები ძალიან ბევრს კითხულობენ, მაგრამ უფროსები იმიტომ ბრაზობენ, რომ ახალი თაობა სხვა წიგნებს კითხულობს და არა იმას, რასაც ადრე უფროსები კითხულობდნენ.

- საზოგადოების გარკვეული ნაწილი აქტიურად ითხოვს მარიხუანას დეკრიმინალიზაციას. როგორია თქვენი პოზიცია?

- მე არ ვარ არანაირი ნარკოტიკის მომხმარებელი და არც მარიხუანა მგონია ყველასათვის სასარგებლო, მაგრამ იმაზე სამარცხვინო და ბარბაროსულიც არაფერია, როცა მარიხუანას მომხმარებელს შვიდწლიან პატიმრობას უსჯიან.

- როგორია დათო ტურაშვილი ტელეეკრანებსა და წიგნებს მიღმა?

- აუტანელი. 0

ავტორი: