17:36:17     09-07-2015
ბათუმში დედამთილმა რძალი სცემა - სასამართლომ ქალბატონი დამნაშავედ სცნო

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 49 წლის ქალბატონი, რძლის ცემაში დამნაშავედ სცნო. ბრალდებულს 500-ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა. ინფორმაციას "კვირა" ავრცელებს.
პროკურორის განცხადებით, ბათუმში, საცხოვრებელი სახლის ეზოში დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა.
ასევე საქმეში ინახება ბრალდებულის, დაზარალებულისა და თვითმხილველების ჩვენებები, ასევე ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაზარალებულს ჩაუტარდა.
“შელაპარაკების დროს ბრალდებული ხელებით თმებში სწვდა დაზარალებულს და თავისა და სახის არეში გაარტყა, რასაც მოჰყვა ფიზიკური ტკივილი, თუმცა არ გამოუწვევია ჯანმრთელობის მოშლა”, – განაცხადა პროკურორმა.
0