დავით ზურაბიშვილი კუს ტბის ინციდენტზე: „სანამ იმ გოგოს ვიდეო გავრცელდებოდა, მანამდე ვიცოდი იქ რაც მოხდა" დავით ზურაბიშვილი კუს ტბის ინციდენტზე: „სანამ იმ გოგოს ვიდეო გავრცელდებოდა, მანამდე ვიცოდი იქ რაც მოხდა" /> "/> " />


  16:41:35     09-07-2015

დავით ზურაბიშვილი კუს ტბის ინციდენტზე: „სანამ იმ გოგოს ვიდეო გავრცელდებოდა, მანამდე ვიცოდი იქ რაც მოხდა"

a39804.jpg

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი დავით ზურაბიშვილი კუს ტბის ინციდენტს ეხმაურება სოციალურ ქსელში ეხმაურება:

„სანამ იმ გოგოს ვიდეო გავრცელდებოდა, მანამდე ვიცოდი იქ რაც მოხდა. ეს შეიძლება რაღაცეებს აჯაზებს, მაგრამ საკმაოდ სანდო თვითმხილველისგან ვიცი, რომ იქ პოლიცია, რბილად რომ ვთქვა, ცუდად იქცეოდა….მთავარია თავად ცემის ფაქტი. მასე გირგვლიანზეც ამბობდნენ, რატომ აგინებდა სუფრაზე იმ ხალხსო. ცხადია ეს შეუდარებლად მსუბუქი შემთხვევაა, მაგრამ არსობრივად იგივეა. ერთხელ და ორჯერ რომ დაიცავს სახელმწიფო დამნაშავეს შედარებით მსუბუქ საქმეზე, მერე ის აუცილებლად ჩაიდენს უფრო მძიმე დანაშაულს. ლავუაზიეს კანონია“, – წერს ზურაბიშვილი.

"პრესა.ჯი" დავით ზურაბიშვილს დაუკავშირდა.

"პრესა.ჯი": რა იცით კუს ტბაზე მომხდარი ფაქტის შესახებ, გოგონა სამართლადაცავებს ცემაში ადანაშაულებს...  

- რომ მდომოდა იმაზე მეტის დაწერა, რაც თქვენ სოციალურ ქსელში ნახეთ, დავწერდი კიდეც...

- უფრო ნათელი განცხადების გაკეთებისგან თავს რატო იკავებთ?

- არ მინდა გამოძიებას ხელი შეუშალო, იმედი მაქვს პროკურატურა დაადგენს, საბოლოო ჯამში, რა იყო, როგორ იყო და ვინ რა დააშავა.

- ჰქონდა თუ არა პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას ადგილი?

- მე რა ინფორმაციაც მაქვს, იქ იყო პოლიციის მხრიდან ისეთი ქმედებები, რომელიც არ შეესაბამება სამართალდამცავთა ქმედებას.

- გენ. ინსპექციამ თავიდან ბოლომდე გამორიცხა პოლიციელების ბრალეულობა, თქვა რომ ლიკა კიკიანმა იცრუა, ხომ არ აფარებს შსს ხელს მოძალადე პოლიციოელებს?

- რაც დავწერე, იმაზე მეტს მე არაფერს ვიტყვი ამ ეტაპზე. დაველოდები გამოძიებას. 

- გამოძიება თქვენი ინფორმაციით უნდა დაინტერესდეს ...

- მე აქ ვარ, არ ვიმალები. მზად ვარ, საჭიროების შემთხვევაში, მივაწოდო ინფორმაცია.

0

ავტორი: