08:53:48     05-07-2015
შსს-მ ბათუმში გოგონას დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
შსს-ს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ბათუმში, 17 წლის გოგოს დაჭრის ფაქტზე ზესტაფონში ერთი პირი დააკავეს .
"შსს-ს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად,1995 წელს დაბადებული ნიკა ჟ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ზესტაფონში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა ,რომ დაკავებულმა 4 ივლისს,ბათუმში,"6 მაისის" პარკში, ცივი იარაღით სამი ჭრილობა მიაყენა 1998 წელს დაბადებულ თამარ წ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.სამართალდამცველებმა ნიკა ჟ. მომხდარიდან რამდენიმე საათში,ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ზესტაფონში დააკავეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს( საქართველოს სსკ-ის 19- 108-ე მუხლით)", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
0