“უჩინმაჩინები” ჰაერსა და ზღვაში “უჩინმაჩინები” ჰაერსა და ზღვაში />


  10:59:29     21-03-2011

“უჩინმაჩინები” ჰაერსა და ზღვაში

a4303.jpg

ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიები, ყველაზე ძვირფასი, საშიში და უჩინარი – ყველა ასეთი შეიარაღება შექმნილია “Stealth”  - ის ტექნოლოგიით. ამ ტექნოლოგიებს მიეკუთვნება თანამედროვე შეიარაღების შემდეგი სახეები:  

 

F-117 Nighthawk – ტაქტიკური, დაბალი შემჩნევადობის მოიერიშე. მოგვიანებით, ის უფრო თანამედროვე ვარიანტებმა შეცვალა.   

 

B-2 Spirit – მძიმე, მრავალდარგოვანი, სტრატეგიული ბომბდამშენი. შეიარაღებაში 1997 წლის აპრილში შემოვიდა. მისი ღირებულება 740 მილიონი დოლარია.

 

А-22 Raptor – მრავალდარგოვანი ავიაგამანადგურებელი.

 

F-35 Lightning II – მრავალდარგოვანი ავიაგამანადგურებელი. იმყოფება საცდელ სტადიაში, აგებულია 13 ეგზემპლარი. არის F-22 Raptor – ის უფრო იაფი შეცვლელი.

 

ПАК ФА – ფრონტალური ავიაციის პერსპექტიული საავიაციო კომპლექსი. მეხუთე თაობის ავიაგამანადგურებლის რუსული ვარიანტი. იმყოფება სამუშაო სტადიაში. შეიარაღებაში მიღება იგეგმება 2012-15 წლებში, ფასის შესახებ ინფორმაცია საიდუმლოა.

 

Boeing X-45 – უპილოტო მრავალდარგოვანი სამხედრო თვითმფრინავი. გამოცდა 2002 წლიდან მიმდინარეობს.

 

Sea Shadow (IX-529) – თავის კლასში პირველი ხომალდი, აგებულია 1985 წელს აშშ-ში, თუმცა, ისე ჩამოიწერა 2006 წელს, რომ შეიარაღებაში მიღებული არ ყოფილა.

 

M80 Stiletto – გამოუშვებულ იქნა 2006 წელს, აშშ-ში. გამოიყენება კონტრაბანდისტების და ნარკოტიკების გადამზიდველების წინააღმდეგ ბრძოლებში, სანაპირო ზონებში.

 

Visby – “უჩინმაჩინი” ხომალდის შვედური ვარიანტი, შეიარაღებაში შემოვიდა 2002 წელს, ამ კლასის 5 ხომალდი აიგო, ღირებულებაა 184 დოლარი.

 

ესკადრის ნაღმოსანი Zumwalt -ის ტიპის. ამერიკული “უჩინმაჩინი” ხომალდი, მისი აგება დაიწყო 2008 წელს, წყალში ჩაშვება იგეგმება 2012 წლისთვის. ხომალდის ღირებულებაა 3 მილიარდი დოლარი.

0

ავტორი: