10:16:21     04-07-2015
ესპანეთის პოლიციამ, ძარცვა-ყაჩაღობისთვის, 32 ქართველი დააკავა
ესპანეთის პოლიციამ, რამდენიმე ქალაქში ჩატარებული სპეცოპარციის შედეგად, საქართველოს 32 მოქალაქე დააკავა. როგორც ესპანური მედია იუწყება, 30 პირის აყვანა მადრიდში, 2-ის კი ვალენსიაში მოხდა.
ადგილობრივი მედიისვე ცნობით, დაჯუფების დაკავებული წევრები ჩართულნი იყვნენ ბინების გატეხვა-ძარცვაში. დაკავებულებს შორის რამდენიმე ე.წ.კანონიერი ქურდია.
ესპანური საინფორმაციო საშუალებები საქართველოს მოქალაქეების დაკავებას "ქართული მაფიის წინააღმდეგ" ჩატარებულ სპეცოპერაციას უწოდებენ.
0