ინდოეთი და ვატიკანი ომის წინააღმდეგ ინდოეთი და ვატიკანი ომის წინააღმდეგ />


  10:58:41     21-03-2011

ინდოეთი და ვატიკანი ომის წინააღმდეგ

a4302.jpg

ინდოეთმა, ლიბიის შეიარაღებული კონფლიქტის ყველა მონაწილეს ძალადობის შეწყვეტისა და საკითხის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისაკენ მოუწოდა.

 

“ინდოეთი მიმართავს მხარეებს, უარი თქვან ძალის გამოყენებაზე და საკითხი, გაეროს და რეგიონალური ორგანიზაციების მეშვეობით, მშვიდობიანად გადაწყვიტონ” – ნათქვამია ინდოეთის ხელისუფლების ოფიციალურ მიმართვაში.

 

ამას გარდა, გუშინ სიტყვით რომის პაპი ბენედიქტ მეთექვსმეტეც გამოვიდა და დაპირისპირებაში მონაწილე პოლიტიკურ და სამხედრო ძალებს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისაკენ მოუწოდა.

 

“მე ვლოცულობ ყველასათვის, შეშფოთებული ვარ ამ ქვეყანაში არსებული დრამატული ვითარებით და მივმართავ პოლიტიკურ და სამხედრო ლიდერებს, მათ ხომ გული აქვთ, უპირველეს ყოვლისა, მოქალაქეების უსაფრთხოება და ჰუმანიტარული დახმარების ხელმისაწვდომობა უზრუნველყონ.” – გადანცხადა პაპმა.  
0

ავტორი: