19:00:54     03-07-2015
ეკლესიისგან განკვეთილი ტოლსტოი ქრისტიანული რელიგიის სააშკარაოზე
ტოლსტოი, თავისი სამყაროსეული აღქმებით, ღმერთგანდგომილი, რწმენადაკარგული ცხოვრებით და განუმეორებელი შემოქმედებით, მართლაც რომ გენიალური პიროვნება იყო. უფრო მეტად კი ამოუცნობი, რადგანაც ძალიან ძნელია მის შეუცნობილ სამყაროში შეაბიჯო.
ცხოვრობდა რთული, გაუკვალავი გზებით, სწამდა ისე ,როგორც შეეძლო,მაგრამ სწამდა მხოლოდ საკუთარი თავის. სწორედ ამან განაპირობა, ის უსაზღვრო აგრესია ,რომელიც წმინდა სინოდმა გამოიჩინა. ისინი ბრალს სდებდნენ, უგვან,ამორალურ ადამიანად რაცხავდნენ; ამტკიცებდნენ, რომ ღმერთს გმობდა და ამასვე ქადაგებდა თავის აფსურდულ ნაწერებში ,საზოგადოებას კი ამბოხისკენ, ურჯულოებისკენ მოუწოდებდა.
მართლაც, ტოლსტოის შეხედულებები არ შეესაბამებოდა მართმადიდებელური ეკლესიის წესებს. მისი წიგნი- "აღსარება" ,სადაც მწერალი მთელი სიმძაფრით აღგვიწერს, თავის სულიერ მდოგმარეობას, სხვებისთვის მიუღებელ აზრებს, დიდი ხნის განმავლობაში იკრძალებოდა.
ნაწყვეტი "აღსარებიდან":
"ერთმა წესიერმა და განათლებულმა ადამიანმა მიამბო თუ როგორ დაკარგა რწმენა. იგი მაშინ 26 წლის იყო და ერთხელ, როცა ნადირობისას ისვენებდნენ, ბავშვობის ჩვეულების მიხედვით ლოცვა გადაწყვიტა. ნადირობისას ძმა ახლდა თან და ახლა მის ლოცვას ხავსზე წამოწოლილი უყურებდა. „და შენ კიდევ აკეთებ ამას?“ - ჰკითხა მან. ამის მეტი არაფერი უთქვამთ ერთმანეთისთვის. მაგრამ, ს.-მ ამ დღის შემდეგ მიატოვა ლოცვა, დღეს უკვე 30 წელია აღარ ლოცულობს, აღარ ამბობს აღსარებას და აღარ დადის ეკლესიაში. და ეს არა იმიტომ, რომ მისმა ძმამ დაარწმუნა ამაში: არც იმიტომ, რომ რაღაც სულიერი პროცესი გათამაშდა მის შინაგან სამყაროში. არა! ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ძმის სიტყვებმა მასზე ისე იმოქმედეს, როგორც თითის კვრა მოქმედებს უკვე ჩამოსაქცევად გამზადებულ კედელზე, რომელსაც უფრო მეტად თავისი საკუთარი წონა გადასძალავს ხოლმე. ძმის სიტყვებმა ნათლად და გარკვევით დაანახა მას, რომ ის ადგილი მასში, სადაც მისი აზრით მისი რელიგია იყო დავანებული, ცარიელი აღმოჩნდა და თან უკვე დიდი ხანია ცარიელი იყო. რომ ლოცვის სიტყვები, რომელთაც ის აღმოთქვამდა, ის პირჯვრისწერა და ის ჩვევები, რომელთაც ის ლოცვისას იყენებდა, მისთვის მნიშვნელობადაკარგული და უაზრო მოქმედებები იყო.ამგვარად ხდება ეს გარდასახვა და ასე დაემართა ჩვენებურად აღზრდილ ადამიანთა უმრავლესობას.“
სინოდი კი არ ცხრებოდა,ბობოქრობდა. ბოლოს კი გადაწყვიტა ეკლესიისგან სამუდამოდ განეკვეთა მწერალი,რომელიც მათი აზრით, ნამდვილად იყო, ურწმუნოების ერთი-ერთი მთავარი საწყისი.
დადგენილებაში ნათქვამია: “მსოფლიოსთვის ცნობილი მწერალი, დაბადებით რუსი, მართლმადიდებლად მონათლული და აღზრდილი, გრაფი ტოლსტოი, მოხიბლული თავისი ამაყი გონებით, დაუნდობლად აღუდგა ჩვენს უფალს და მის ქრისტეს და მის წმინდა საკუთრებას, ყველას წინ ნათლად განუდგა თავის აღმზრდელ დედას, მართლმადიდებელ ეკლესიას”.
ტოლსტოის ჩანაწერებეში ვკითხულობთ :
"სანამ მივიღებდი გადაწყვეტილებას და განვუდგებოდი ეკლესიას, როცა ეჭვი შემეპარა მე მის ჭეშმარიტებაში, რამდენიმე წელი მივუძღვენი იმას, რომ გამომერკვია ეკლესიის თეორიული და პრაქტიკული სწავლებანი: თეორიულად – მე გადავიკითხე ყველაფერი, რაც შემეძლო ეკლესიის სწავლებაზე მენახა, შევისწავლე და კრიტიკულად გავარჩიე დოგმატური ღვთისმეტყველება. პრაქტიკულად კი – ერთი წლის განმავლობაში მკაცრად ვასრულებდი ყველა საეკლესიო წესს: ვიცავდი მარხვას, ტაძარში ვესწრებოდი ღვთისმსახურებას… საბოლოოდ, დავრწმუნდი, რომ ეკლესიის სწავლება, თეორიულად, ვერაგი და მავნე ტყუილია, პრაქტიკულად კი – ყველაზე უხეში ცრურწმენებისა და ჯადოქრობების კრებული, რომელიც სრულიად ფარავს ქრისტიანული მოძღვრების ძირითად არსს.
სამართლიანია ის, რომ მე უარვყოფ გაურკვეველ სამებას ;ჩვენს დროში ყოველგვარ აზრს მოკლებულ იგავ-არაკს, პირველ დაცემულ ადამიანზე; მკრეხელურ ისტორიას ღმერთზე, რომელიც დაიბადა ქალწულისგან ,ადამიანთა მოდგმის ცოდვების გამოსასყიდად. ღმერთს – სულს, ღმერთს – სიყვარულს, ერთიან ღმერთს – ყველაფერის საწყისს, არა მხოლოდ არ უარვყოფ, არამედ მთელი ცხოვრების აზრს ვხედავ იმ ღმერთის სურვილის ასრულებაში, რომელიც გამოხატულია ქრისტეს მოძღვრებაში. დადგენილებაში აგრეთვე ნათქვამია “არ სცნობს საიქიო ცხოვრებას და გასამრჯელოს (издовоздаяния) გაცემას”. თუ წარმოვიდგენთ საიქიო ცხოვრებას, როგორც ჯოჯოხეთს – მარადიულ წამებით, ეშმაკებით და სამოთხეს – მარადიული ნეტარებით, მაშინ, მართალია, რომ მე არ ვცნობ ასეთ საიქიო ცხოვრებას. მაგრამ მარადიულ ცხოვრება და მისაგებელი, აქ და ყველგან, ახლა და ყოველთვის, მწამს. მწამს ისე, რომ კუბოს კართან მდგომი (ჩემი ასაკით) ხშირად ვატან თავს ძალას, ფიზიკური სიკვდილი (უფრო სწორად, ახალი ცხოვრების დაბადება) რომ არ ვინატრო; მწამს იმის, რომ ყველანაირი კეთილი საქციელი აღავსებს ჩემი მარადიული ცხოვრების ჭეშმარიტ მადლს, ხოლო ყველანაირი ბოროტი საქციელი დაამცრობს მას.
სინოდის დადგენილებაში ასევე ნათქვამია, რომ მე უარვყოფ ყველა საიდუმლოს. ეს სიმართლეა. ყველა საიდუმლოს მე მივიჩნევ ღმერთის და ქრისტიანული სწავლებისთვის შეუსაბამო მდაბიო და უხეშ ჯადოქრობად და, გარდა ამისა, სახარების ყველა მითითების პირდაპირ დარღვევად. ახალშობილების მონათვლა მიმაჩნია იმ აზრის დამახინჯებად, რისთვისაც ინათლებიან მოზრდილები, რომლებიც შეგნებით იღებენ ქრისტიანობას. ჯვრისწერა იმ ადამიანებისა, რომლებიც მანამდე შეგნებულად იყვნენ ერთად, ან სხვა ქორწინებაში იმყოფებოდნენ, ვთვლი, რომ სახარების სწავლებასთან შეუსაბამოა; ხოლო ცოდვების, მიტევება პერიოდულად აღსარების დროს მავნე ტყუილია, რომელიც მხოლოდ ახალისებს უზნეობას და ცოდვის წინაშე შიშს ანადგურებს. ზეთისცხებაში, ისევე როგორც მირონცხებაში, ასევე ხატებისა და წმინდა ნაწილების თაყვანისცემაში, ვხედავ უხეშ ჯადოქრობას; ასეთივეა სხვა რიტუალებიც, ლოცვები და შელოცვები, რომლითაც სავსეა საეკლესიო წესი. ზიარებაში ვხედავ სხეულის გაღმერთებას და ქრისტეს მოძღვრების შერყვნას. წმინდანობაში, აშკარა ტყუილის გარდა, ვხედავ ქრისტეს სიტყვების დარღვევას, რომელიც ნათლად მოუწოდებს: არავის დაუძახოთ მასწავლებელი, მოძღვარი, მამა (მათე, XXIII, 8–10)
ბოლოს, როგორც ჩემი დანაშაულის უმაღლესი გამოხატულება, ნათქვამია, რომ, მე “შევურაცხვყოფ რწმენის ყველაზე წმინდა ნივთებს. ძრწოლის გარეშე გავამასხარავე ყველაზე წმინდა საიდუმლო – ევქარისტია”. მე, მართლაც, შიშის გარეშე, უბრალოდ და ობიექტურად აღვწერ, თუ როგორ ამზადებს მღვდელი ეგრეთ წოდებულ საიდუმლოს. მათი აზრით, საიდუმლო რაღაც წმინდა რიტუალია, ხოლო მისი უბრალო აღწერა, თუ როგორ სრულდება ის, არის მკრეხელობა. ეს უსამართლობა. მკრეხელობა ის კი არ არის, რომ ტიხარს ტიხარი დავუძახო და არა კანკელი, ან თასს თასი დავუძახო და არა ფიალა და ა. შ., არამედ უსაშინლესი მკრეხელობა ისაა, რომ ყველანაირი ტყუილისა და ჰიპნოზის გამოყენებით ბავშვებსა და უბრალო ხალხს არწმუნებენ, რომ თუ პურს ჩვეულებრივ დაჭრით და ღვინოში ჩადებთ, მაშინ პურის ნაჭრებში შედის ღმერთი. ვის სახელზეც ამოიღებენ პურის ნაჭერს, ის იქნება ჯანმრთელი; თუკი გარდაცვლილის სახელზე ამოიღებენ, მაშინ იმქვეყნად იგი უკეთ იქნება; ხოლო ვინც პურის ნაჭერს შეჭამს, მასში ღმერთი დაივანებს. ეს ხომ საშინელებაა.
მე ნამდვილად განვუდექი ეკლესიას, დავანებე თავის მისი რიტუალების შესრულებას და ჩემს ანდერძში დავუბარე ჩემს ახლობლებს: როცა მოვკვდები, არ მოუშვან ჩემთან ეკლესიის მსახურები. ჩემი ცხედარი მოაშორონ ჩქარა, ყველანაირი შელოცვებისა და ლოცვების გარეშე ისე, როგორც მოაშორებენ ხოლმე ყველანაირ საზიზღარ და არასაჭირო ნივთს, რომ მან ხელი არ შეუშალოს ცოცხლებს."
საზოგადოებას უჭირს იმის გააზრება,რომ იძულებითი რწმენა ვერასდროს გამოიღებს კარგ შედეგს. ის ემსგავსება მოვალეობის გრძნობას, რომელიც უბრალოდ გაიძულებს გწამდეს,თუნდაც გაუაზრებლად, ვერგანცდილი გრძნობებით, რადგან სხვა გზა არ გაქვს. ეს ასეა, ღვითმშობლის წილხვედრი ქვეყნის შვილნიც, პასუხიმგებლობის განცდით ცხოვრობენ. მათ სჯერათ, რომ სხვაგვარად არ შეიძლება, რწმენა არის ძალა სიცოცხლის, ძალა გამძლეობის, მაგრამ იქნებ ეს უბრალოდ სურვილია გაეექცე მარტოობის, გადაგდებულობის შეგრძნებას, იქნებ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის მოტყუებაა და მეტი არაფერი?! ვინ იცის...
0