"ჩემი ბალიშები სიზმრის პერსონაჟებს ჰგვანან" -  ინტერვიუ ხელოვან თამთა მათითაიშვილთან "ჩემი ბალიშები სიზმრის პერსონაჟებს ჰგვანან" - ინტერვიუ ხელოვან თამთა მათითაიშვილთან /> "/> " />


  18:57:01     03-07-2015

"ჩემი ბალიშები სიზმრის პერსონაჟებს ჰგვანან" - ინტერვიუ ხელოვან თამთა მათითაიშვილთან

a39535.jpg

ჩვენი დღევანდელი რესპოდენტი 28 წლის ხელოვნებათმცოდნე თამთა მათითაიშვილია. იგი ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლობდა და პროფესიით  "ხელოვნების ნიმუშთა ექსპერტიზის" სპეციალისტია. თამთა საკმაოდ საინტერესო საქმიანობითაა დაკავებული - ის ხელნაკეთ ბალიშებს ამზადებს.

- თამთა, რატომ გადაწყვიტეთ ხელნაკეთი ბალიშების შექმნა?
 
- ერთხელ, მეგობარმა მთხოვა, რომ საჩუქრად შემეკერა პეპის ბალიში. იგი ისეთი ლამაზი გამოვიდა, გადავწყვიტე სხვა ფორმის ბალიშებიც გამეკეთებინა და საქმიანობად მექცია.

- თქვენი შთაგონების წყარო ზღაპრის პერსონაჟებია?

- არა. ჩემი ბალიშები სიზმრის პერსონაჟებს გვანან. იმ პერსონაჟებს, რომლებიც ძალიან გვინდა, რომ გვესიზმრებოდნენ. ამასთან ერთად, ბალიშებს ყველანაირ ფორმას ვაძლევ - რაგბის ბურთით დაწყებული, წიგნებით დამთვრებული.

- ვისზეა გათვლილი თქვენი ნამუშევრები, ბავშვებზე თუ მოზრდილებზეც?

- უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ სკოლაში ვმუშაობდი. ძალიან მიყვარს ბავშვები და სულ მინდოდა ისეთი რაღაც გამეკეთებინა , რაც მათ სიხარულს მოუტანდა, ამიტომ ჩემი ნამუშევრები ბავშვებზეა გათვლილი და მგონი გამომდის მათი გახალისება.

- რა დროს უთმობთ ხელსაქმეს?

- გააჩნია შეკვეთას. ხანდახან დღეში ოთხი ბალიშიც  შემიკერავს. მთავარია კარგი განწყობა მქონდეს.

- როგორია ხალხის დაინტერესების ხარისხი?

- ამ წლის თებერვალში დავიწყე საქმიანობა და ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია. შეკვეთებსაც ვიღებ.

- გასაყიდად თუ გაგაქვთ თქვენი ნამუშევრები ღონისძიებებზე?

- ცოტა ხნის წინ, მივიღე მონაწილეობა მზის ფესტივალზე,  რომელიც მზიურში ტარდება ყოველ წელს.
11ივლისს მაქვს გამოფენა-გაყიდვა იაპონურ ფერტივალ "ნაცუ მაცურიში". 0

ავტორი: