ქარიყლაპია ფრანგულად ქარიყლაპია ფრანგულად />


  10:33:55     21-03-2011

ქარიყლაპია ფრანგულად

a4296.jpg

მასალა: ქარიყლაპია – ერთი ცალი, ბოსტნეული (სტაფილო, ხახვი, ნიახური) – 300 გრამი, წითელი, მშრალი ღვინო – 3/4 ჭიქა, დაჭრილი ხახვი – 6 სუფრის კოვზი, კარაქი – 150 გრამი, 20 პროცენტიანი ნაღები – 2 სუფრის კოვზი, მარილი, ლიმონი, მწვანილი – გემოვნებით.

 

დაჭრილ ბოსტნეულს დავასხათ ერთი ლიტრი ცხელი წყალი და 20-30 წუთი ვხარშოთ. ქარიყლაპია გავრეცხოთ, გავწმინდოთ და დავჭრათ ნაჭრებად. თევზის ნაჭრებს დავასხათ ღვინის და ბოსტნეულის ნახარშის ნაწილი ისე, რომ ნახევრად დაფაროს და ვხარშოთ ნელ ცეცხლზე, 20 წუთის განმავლობაში. სოუსის მოსამზადებლად ღვინოს დავამატოთ ბოსტნეული, ნახარშით, ჩავამატოთ დაჭრილი ხახვი და ავადუღოთ ნელ ცეცხლზე. შემდეგ, მცირე ულუფებად ჩავამატოთ გამდნარი კარაქი და ნაღები, თან ვურიოთ. მარილი დავუმატოთ გემოვნებით. თეფშზე მოვათავსოთ თევზი, დავასხათ სოუსი და გავაფორმოთ ლიმონით და მწვანილით.

0

ავტორი: