14:24:44     01-07-2015
ხაშურში მომხდარი მოხუცი ქალის მკვლელობის დეტალები
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლევში 74 წლის ნანული გაჩეჩილაძე საკუთარ სახლში მოკლული ნახეს. ქალბატონს ძალადობის კვალი აღნიშნებოდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მოხუცი ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ კი მოკლეს.
გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება ,რის შემდეგაც ცნობილი გახდება მოხუცი ქალის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი.
საზარელი ფაქტის შესახებ შსს პრესსამსახურში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ, უცნობია, ჰყავს თუ არა გამოძიებას ეჭვმიტანილი.
ერთადერთი, რაც „პრესა.ჯი“-ს გომელაურის უწყებაში განუცხადეს, ის არის, რომ შსს ქალბატონის გაუპატიურების ფაქტს არ ადასტურებს.
ფლევში მომხდარის დეტალების გარკვევას სოფლის რწმუნებულთან, როინ ცხოვრებაძესთან შევეცადეთ.
„პრესა.ჯი“: როდის და რა ვითარებაში ნახეს გარდაცვლილი ქალი?
- 74 წლის ნანული გაჩეჩილაძე ყოველ დილით მეზობლებთან ერთად ერეკებოდა საქონელს, კვირას დილით რომ არ გამჩნდა, მეზობლებმა შეაკითხეს სახლში. ნანული თურმე საძინებელში იყო, სახლი არეული იყო, თვითონ კი გარდაცვლილი.
-ამბობენ, ძალადობის კვალი აღენიშნებოდაო, არ გამორიცხავენ, რომ ქალი მკლელობამდე გაეუპატიურებინათ?
- ძალადობის კვალის არსებობას დაგიდასტურებთ, ქალბატონს ჩალურჯებები აღენიშნებოდა ყელისა და სახის არეში, რაც შეეხება სექსუალურ ძალადობას, ამას ექსპერტიზა და გამოძიება დაადგენს.
- ეჭვმნიტანილი თუ ჰყავს გამიძიებას?
- როგორც მე ვიცი, თითქმის მთელი სოფელი დაიკითხა აღნიშნულ საქმეზე. ეჭვმიტანილის შესახებ არაფერი ვიცი, ამაზე ალბათ შს სამინისტროში უფრო გასცემენ პასუხს.
- გარდაცვლილი სახლში მარტო ცხოვრობდა?
- ქალბატონ ნანულის ორი შვილი ჰყავს. მისი ქალ-ვაჟი თბილისში ცხოვრობს. ძალიან კარგი ქალი იყო, ღვთისნიერი, ტაძარში ხშირად დადიოდა, მიუსაფრებს ესხმარებოდა როგორც შეეძლო.
- მკვლელობის რა ვერსიები სახელდება სოფელში?
- ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს, მე ვერაფერს გეტყვით. გვარწმუნებენ, რომ საქმეს მალე გახსნიან.
- სახლიდან რაიმე ნივთი ან თანხა ხომ არ არის წაღებული?- არაფერი არ არის დაკარგული, რა უნდა წაეღოთ, გარდაცვლილი ჩვეულებრივი გლეხი იყო.
0