“გააფერადე ჰომოფობი” - "ფეისბუქზე" რეზონანსული კამპანია მიმდინარეობს “გააფერადე ჰომოფობი” - "ფეისბუქზე" რეზონანსული კამპანია მიმდინარეობს /> "/> " />


  08:24:40     01-07-2015

“გააფერადე ჰომოფობი” - "ფეისბუქზე" რეზონანსული კამპანია მიმდინარეობს

a39371.jpg

"ფეისბუქზე" სამოქალაქო კამპანია “გააფერადე ჰომოფობი” დაიწყო. კამპანიის ინიციატორების ინფორმაციით, აღნიშნული ქმედება საქართველოში ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლას ემსახურება.

“რამდენიმე მეგობარს გაგვიჩნდა იდეა, რომ იმ საჯარო პირების ‘naming and shaming’ მოგვეხდინა, რომლებიც ჰომოფობიურ განცხადებებს აკეთებენ. რეალურად, ესეც ერთგვარი ინფორმაციის წყაროა, უბრალოდ ერთ კონკრეტულ თემატიკაზეა მიმართული. ვფიქრობთ, რომ მსგავსი განცხადებები სამარცხვინოა და ამ ადამიანების ვიწრო აზროვნებას ხაზი უნდა გაესვას. ცხადია, ამით ჰომოფობიას ვერ დავამარცხებთ, მაგრამ საერთო საქმეში პატარა კონტრიბუცია იქნება”, – განუცხადა კამპანიის ინიციატორმა და “გააფერადე ჰომოფობის” ფეისბუქ გვერდის ადმინმა “17 მაისს”.

კამპანიაში “გააფერადე ჰომოფობი” მოხვდნენ საქართველოს პატრიარქი ილია მეორე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, პარლამენტის წევრი სოსო ჯაჭვლიანი, საქართველოს ვაჭრობის საერთაშორისო პალატის პრეზიდენტი ფადი ასლი, ჟურნალისტი ლევან ჯავახიშვილი და სხვები.

"17 მაისი" რამდენიმე ცნობილი ადამიანის გამონათქვამებს ავრცელებს:

საქართველოს პატრიარქი ილია მეორე: “ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა შტატში იყოს დაშვებული ერთსქესიანთა ქორწინება. ეს დიდი შეცდომაა. ქართველმა ადამიანმა უნდა გაარჩიოს, სად არის კეთილი და სად არის ბოროტი“.

სოსო ჯაჭვლიანი – “როცა ანტისდისკრიმინაციული კანონი მივიღეთ, მაშინ აზრთა სხვადასხვაობა იყო. მე ამ კანონისთვის ხმა არ მიმიცია, ღილაკისთვის ხელი არ მიმიჭერია. მაგრამ ყველამ როცა მისცა ხმა, გუნდურობის პრინციპიდან გამოვედი. ჩემი ხმა არ იყო გადამწყვეტი. როცა გააზრებული არ გაქვს რაღაც, აკეთებ იმას, რაც გუნდს სჭირდება. შინაგანად მე მინდოდა, რომ ამ კანონისთვის ხმა არ მიმეცა. მაგრამ თუ ერთსქესიანთა ქორწინებაზე დაიწყებს საუბარს ჩემი გუნდი, ვიტყვი, რომ პიროვნულად ვაფიქსირებ “არას”! ამერიკელებმა თუ მისცეს ხმა, მე ამ კანონს, არაფრით მივცემ ხმას”.

ფადი ასლი, საქართველოს ვაჭრობის საერთაშორისო პალატის პრეზიდენტი: “ახლა, როცა გეი ქორწინება საბოლოოდ დაკანონდა, ლოგიკურად შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს ბრძოლა ცხოველებზე დაქორწინების უფლებისთვის”.

ლევან ჯავახიშვილი, ჟურნალისტი: “სახლში ვისაც რა უნდა ის ქნას. არავინ არავის უვარდება. მაგრამ კანონმდებლობით რომ გაგიფორმებენ აი, მანდ მართლა ტანკით უნდა გამოხვიდე!!!”
0

ავტორი: