01:27:08     01-07-2015
ატენზე 20 წლის ახალგაზრდა დაჭრეს
ატენზე 20 წლის ახალგაზრდა დაჭრეს. თვითმხილველთა თქმით, დაშავებულს ჭრილობები თავის არეში აღენიშნებოდა.
გავრცელებული ინფორმაცით, ახალგაზრდას თავს რამდენიმე პირი საცხოვრებელ სახლთან დაესხა.
როგორც ადგილობრივები ყვებიან, მამაკაცს დაზიანებები ბოროტმოქმედებმა დანით, ქვით და ჩაქუჩით მიაყენეს. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.არსებული ინფორმაციით, დაზარალებული ატენის ქუჩაზე ქირით ცხოვრობს.
მომხდარზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, ცემის მუხლით. ატენის ქუჩაზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
წყარო
0