18:02:33     30-06-2015
11 წლის ბიჭის გაუპატიურებაში მეზობელს ადანაშაულებენ - არასრულწლოვანის გარდაცვალების ვერსიები
ხარაგაულის სოფელ ხუნევში გასულ კვირას გარდაცვლილი 11 წლის ლევან ლომიძის ოჯახის წევრები და ნათესავები ამბობენ, რომ არასრულწლოვანი მათივე მეზობელმა, 20 წლის ბიჭმა გააუპატიურა.
ოჯახი ეჭვობს, რომ ეჭვმიტანილმა, რომელიც დაკავებულია, ბავშვის თვითმკვლელობის ინსცენირება მოაწყო.
რაც შეეხება შს სამინისტროს პოზიციას, როგორც „პრესა.ჯი“-ს უწყებაში განუცხადეს, საქმე 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) და 138- ე (სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება) მუხლებით აღიძრა.
„20 წლის მოქალაქე, მომხდარიდან მალევე მოწმეთა ჩვენებებისა და სხვადასხვა გარემოების გათვალისწინებით დააკავეს, ის მოზარდზე ჩადენილ სექსუალურ ძალადობას აღიარებს, გამოძიება ექსპერტიზის პასუხებს ელოდება“,- განუცხადებს „პრესა.ჯი“-ს შს სამინისტროში.
„პრესა.ჯი“ ხარაგაულის სოფელ ხუნევში მომხდარ შემზარავ ფაქტზე გარდაცვლილი ლევან ლომიძის მეზობელს ციცინო ლომიძეს ესაუბრა.
„პრესა.ჯი“: რა მოხდა ხუნევში 11წლის მოზარდის თვითმკვლელობის შემდეგ?
- სამართალდამცავებმა ჩვენივე მეზობელი, ლევანიკოს მოგვარე, 20 წლის ბიჭი დააკავეს. ექსპერტმა დაადგინა, რომ ბავშვი გაუპატიურებული იყო. ალბათ ამიტომ მოიკლა პატარა ბიჭუნამ თავი, თუმცა ესეც დასადგენია, ნამდვილად თვითმკვლელობასთან გვაქვს თუ არა საქმე, ოჯახი იმასაც არ გამორიცხავს, რომ დაკავებულს ბავშვი მოეკლა. ზუსტად ვერაფრის დამტკიცებას ვერ დავიწყებ, გამოძიება მიმდინარეობს და ალბათ ის დაადგენს ყველა დეტალს, რაც ჩემთვის ცნობილია, ის არის რომ დაკავებულმა პოლიციასთან აღიარა, რომ ბავშვთან სექსუალური კავშირი ძალის გამოყენებით დაამყარა.
- რა არის სოფლისა და ჭირისუფლის მთავარი მოთხოვნა?
- სოფელი ფეხზე დგას, ვითხოვთ დაკავებულის ოჯახმა დატოვოს სოფლის ტერიტორია, დაკავებულის მიმართ კი სასჯელის უმკაცრესი ზომა იყოს გამოყენებული.
- ექსპერტიზის დანიშვნის საჭიროება რატომ დადგა, არსებობდა გაუპატიურების შესახებ ეჭვი?
- ზუსტად ვერაფერს გეტყვით, როგორც ვიცი ექსპერტიზა ჩატარდა ქუთაისში.
- ვინ არის ეჭვმიტანილი, პირადად თუ იცნობთ მათ?
- პატარა უბანია, კალოს უბანს ვეძახით, თვითონ კალო 5 უბნად იყოფა, დაკავებული მეორე უბანში ცხოვრობდა. ლევანი და რეზო (დაკავებული) ერთი გვარისები იყვნენ. ერთად გავლილიც კი არ შემინიშნია, რა საქმე ჰქონდა 11 წლის ბავშვთან, რატომ გაწირა ასე?
ჩვენ ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატ ლელა აბაშიძესაც ვესაუბრეთ.
„ოჯახს აქვს ეს ეჭვი, რომ 11 წლის ბავშვი გააუპატიურა მეზობელმა, ველოდებით ოფიციალურ კომენტარს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან. სამართალდამცავებს 115-ე მუხლით აქვთ საქმე აღძრული. გარდაცვალების მიზეზის დადგენისას აღმოჩნდა, რომ ბავშვი გაუპატიურებული იყო, გარდაცვალებუიდან მეორე საღამოს 20 წლი ბიჭი აიყვანეს, თუ ეს დანაშაული დაუმტკიცდა, ვითხოვთ მის უმკაცრესად დასჯას“,- აღნიშნა მაჟორიტარმა დეპუტატმა.
რატომ ჩამოიხრჩო თავი 11 წლის ბიჭმა - რას ამბობს მეზობელი და მასწავლებელი?