30 ივნისს, 15:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში  განახლებული დარბაზები გაიხსნება. 30 ივნისს, 15:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში განახლებული დარბაზები გაიხსნება. />


  19:05:41     29-06-2015

30 ივნისს, 15:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში განახლებული დარბაზები გაიხსნება.

a39297.jpg

თიბისი ბანკის მხარდაჭერით განახლდა და გაიხსნება ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში მდებარე ემიგრაციის დარბაზი, რომელშიც ემიგრანტული ლიტერატურა, მათ შორის უცხოეთიდან ჩამოტანილი არქივები განთავსდა.

პარალელურად, გაიხსნება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამკითხველო დარბაზი და  დედაენის დარბაზი. 

გახსნის ცერემონიას დაესწრებიან თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და ამერიკის ელჩი საქართველოშირიჩარდ ნორლანდი.

0

ავტორი: